სკუდეტოსთან 33 წლის შემდეგ, კვარაცხელიას ტრანსფერის დიდი დამსახურებით - 1-ელი წრე დასრულდა

AutoSharing Option
ტოპ-საფეხბურთო ჩემპიონატებში პირველი წრე დასრულდა ან სრულდება და გარკვეული დასკვნების გამოტანა უკვე შესაძლებელია. უპირატესობის შენარჩუნება თუ განიავება არაერთხელ გვინახავს, შესაბამისად, პროგნოზები მაინც ნაადრევია. ორი გუნდი განსაკუთრებული ინტერესისა და ყურადღების ქვეშაა, ინგლისისა და იტალიის ჩემპიონატის ლიდერები, ლონდონის "არსენალი" და "ნაპოლი".

2003-04 წლების სეზონში არსენ ვენგერის გუნდმა თითქოს შეუძლებელი შეძლო და პრემიერლიგაში, ტიერი ანრის ლიდერობით, წაუგებლად გაიმარჯვა. გუნდში სხვა დიდებული მოთამაშეებიც იყვნენ. ამის შემდეგ "წითელმა" ლონდონმა "ლურჯი" მხარის, "ჩელსის" არაერთი ტიტული, მათ შორის, 2 ჩემპიონთა ლიგა იხილა და მათ ახლა გამარჯვების გემოს
დაბრუნება ძალიან სჭირდებათ. რაც შეეხება "ნაპოლის", უკვე 33 წელია, გუნდი სკუდეტოს მოპოვებასა და მარადონას დროის დიდების დაბრუნებას ელის, თუმცა აქამდე უშედეგოდ. რამდენჯერაც ამ ქალაქში ჩემპიონობაზე საუბარი ნაადრევად დაიწყეს, ამას შესაბამისი დასასრული არ მოჰყვა და ახლა ამ გიჟური ადგილის გულშემატკივრები ცდილობენ, პირში წყალი რაც შეიძლება დიდხანს ჩაიგუბონ და გადამწყვეტ მომენტში აფეთქდნენ. უახლოეს მდევართან 12-ქულიანი სხვაობა, ტურინის "იუვენტუსის" დასჯა და რაც მთავარია, ლუჩანო სპალეტის გუნდის დიდებული სათამაშო ფორმა ოპტიმიზმის ყველანაირ საფუძველს იძლევა.

Sportall.Ge

და რა იყო სეზონის წინ? ლონდონის "არსენალი" განსაკუთრებულად მაინც არ გაძლიერებულა, "ნაპოლიდან" კი ლიდერები წავიდნენ და მათი შეცვლა თითქოს შეუძლებელი ამბავი ჩანდა. გავა დრო და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ეპოქალურ მნიშვნელობას შეიძენს, არაორდინარული ქართველი ხომ აქ მოსვლის პირველივე დღიდან გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდა. სეზონის წინ, როცა საქართველოში ნეაპოლელების თამაშს ასე დეტალურად ნაკლებად ვაკვირდებოდით, იტალიურ მედიაში წერდნენ, რომ ძალიან ნიჭიერ ვიქტორ ოსიმენს გვერდით აუცილებლად სჭირდებოდა ისეთი შემტევი, რომელიც 24 წლის ნიგერიელს ზონებს გაუხსნიდა და ის უფრო მეტი საგოლე შანსის შექმნას შეძლებდა. ყველაფერი კარგი ასე აგიხდეთ. ვიქტორს გასულ სეზონებში 10 და 14 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა, ახლა კი ეკვატორზე უკვე 13 გოლი აქვს. ამაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ქართველ გარემარბსაც შეაქვს. "არსენალთან" პარალელი რომ გავავლოთ, ცოტა ხნის წინ ბრაზილიელი გაბრიელ ჟესუსი დაშავდა და როცა ლონდონელები თითქოს დაიძაბნენ, 23 წლის ედი ნკეტია ძალიან თავდაჯერებით ათამაშდა და უკანასკნელ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედს" დუბლი შეუსრულა. ასე რომ, ზოგჯერ, როცა რომელიმე ლიდერის გარეშე დარჩენა კატასტროფა გგონია, იქნებ საქმე უკეთეს მდგომარეობასთანაც გქონდეს. ინსინიეს "ნაპოლიდან" წასვლას ხომ ერთგვარი შფოთიც კი მოჰყვა.

Sportall.Ge

მიკელ არტეტამ გასულ წლებში ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა, რის შედეგებსაც ახლა იმკის. მოთამაშეები, რომლებსაც გუნდში პირველი სეზონი არ აქვთ, ახლა თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობენ და დამრიგებელთან ერთად გაიზარდნენ. ასეთი ნორვეგიელი მარტინ ოდეგორია, რომელიც გუნდში მესამე სეზონს ატარებს და ყოველწლიურად უფრო შემოქმედებითი, შედეგიანი და ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულია. "ნაპოლის" მსგავსი სტილის ნახევარმცველი ნაკლებად ჰყავს, საგოლე იერიშებითა და პასებით აქ კვარაცხელია გამოირჩევა. ლონდონელებში ამ მხრივ ბუკაიო საკაც მოწინავეა. ლუჩანო სპალეტისაც ხომ ზურგს ყველაფერთან ერთად "ნაპოლის" გასული სეზონის გამოცდილება უმაგრებს, როცა ლიდერობა ხელიდან გაუშვეს და ეს ძალიან უნდა გამოადგეს. მის სხვა მოთამაშეებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიურად პროგრესირებენ - სტანისლავ ლობოტკა ("ნაპოლიში" მე-4 სეზონს ატარებს), ზამბო ანგისა (მეორე სეზონი) თუ ელიფ ელმასი (მეოთხე სეზონი).

დაველოდოთ, იტალიური გუნდები "ნაპოლისთვის" წინააღმდეგობის გაწევას რამდენად შეძლებენ, "არსენალს" კი ზურგსუკან თვით პეპ გვარდიოლას "სიტის" სუნთქვა ესმის.

alt"ნაპოლიმ" მოიგო, ხვიჩას არყოფნა იგრძნობოდა - ჯანმრთელობის პრობლემა აღარ უნდა იყოს!..

alt"არსენალმა" "იუნაიტედს" ბოლო წუთზე მოუგო და ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჩაგეთვალა, მაგრამ ოსებსაც ხომ მაგარი ყავთ ოსი-მენი.
მეგრელს
26 იანვარი 2023 13:05
1
მოკლედ ეშმაკი არ გასვენებთ რა, რითი ჩამოუვარდება ნაპოლი ევროპის სხვა წამყვან გუნდებს ?
ზაქრო
26 იანვარი 2023 11:43
0
აქეთ კვარაცხელია და არსენალში ნკეტია.

რა ვართ ეს მეგრელები ბიჭო!!!! ))))
მეგრელი
26 იანვარი 2023 11:25
2
ნაპოლის შემდეგ ხვიჩასთვის სწორედ არსენალი წარმომიდგენია
ნერაძური
26 იანვარი 2023 11:06
4
ვინც ამინუსებთ ამ კომენტარს უბრალოდ არ იცით არსენალი რამხელა პროგრესს განიცდის და როგორ ფეხბურთს თამაშობს, არტეტას მართლა შეუძლია ხვიჩა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახადოს
Emre
26 იანვარი 2023 14:12
1
ძალიან მიხარია,ღვთისავარ ანთაძემ საკუთარი ნააზრევის წერა რომ დაიწყო!ძალიან მოკრე დროში,ჩინებულ ანალიტიკურ ჟუტნალისტად გვიყალიბდება.
მარტინ ოდეგორი,ვუნდერკინდის წორებით გამოჩნდა საფეხბურთო ჰორიზონტზე.მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობასაც კი ჰპირდებოდნენ,მაგრამ მერე,თითქოს ზრდა შეწყვიტა და მასზე ხმაურიც მინელდა.ახლა,მისი მეორედ გაბრწყინების პერიოდის მოწმეები ვართ და მართლაც დიდებულად ირჯება.ჩვენი მომავალი მეტოქეა და ვერ ვიტყვი,რომ მისი ბრწყინვალე თამაში,ძალიან მიხარია,მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში.მთლიანობაში კი,რა თქმა უნდა ყოველი ვარსკვლავის გაბრწყინება,ჩვენთვის სასიხარულოა.რაც შეეხება ნაპოლის,თვითონ თუ არ მოეშვნენ,ან ფედერაციამ ძალიან ბევრი ქულა თუ არ ჩამოაკლო,გამორიცხულია,მათ ვინმე დაეწიოს ჩემპიონატში.საკუთარი მოდუნება გამორიცხულია,რადგან შარშან უკვე დაკარგეს ტიტული,ამის გამო,აი მეორე ვარიანტი კი,დარწმუნებული ვარ,ნაპოლის დანაშაული,იუვეს დანაშაულზე შეუდარებლად მცირე იქნება,თუ საერთოდ არის,მაგრამ მეორ მხრივ,ჩემპიონატს უკვე აზრი აქვს დაკარგული,12 ქულიანი ჰანდიკაპის გამო და შესაძლოა მისი დაძაბვის მიზნით,რაიმე გაუჩალიჩონ ფედერაციაში.რა თქმა უნდა ამის შანსიც მიზერულია და ფაქტობრივად,ნულის ტოლი.თუ ასე გააგრძელეს თამაში,დარწმუნებული ვარ,ხვიჩაც და ოსიმენიც საუკეთესოთა ათეულში,კიდევ უფრო მაღლა აიწევენ.სწორედ ამას ვუსურვებ,ორივეს, საქართველოს ნაკრებს და ნაპოლის!
სოსო
25 იანვარი 2023 15:38
2
ღვთისავარის სტატიებში მეც ეს მომწონს, საკუთარი ნააზრევი. გამართული და გააზრებული ფორმით გადმოცემული, ყველანაირი ქუჩური და სოფლის ბირჟის ტერმინოლოგიისა, ვიღაც ქალებზე ჭორაობის და მასებისთვის პოპულარული შეხედულებების გამოყენების გარეშე დაწერილი. წარმატებები
კაპიტან გარდენბურგი
25 იანვარი 2023 23:05
1
წელს ნაპოლის და არსენალის არცერთი თამაში არ გამომიტოვებია. ორივე გუნდი საოცარ ფეხბურთს აჩვენებს. ძნელია ამ ორი ფეხბურთელის შედარება სტატუსებით თავიანთ გუნდებში. ხვიჩამ ბუმი მოახდინა მთელ ჩემპიონატში და ბევრად დიდი დამსახურება აქ იმაში რო ამხელა უპირატესობით ლიდერობენ, არსენალის გარდაქმნა კიდე სხვა საოცრებაა, ბრავო არტეტას, უბრალოდ საოცარია რამხელა თავდაჯერებულობას აძლევს ახალგაზრდა ფეხბურთელებს.
emre
25 იანვარი 2023 15:24
1
ორივე გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს და არცერთისგან ასეთ არავინ მოელოდა. გავიხსენოთ ნაპოლიზე რომ ვიძახდით ლიგაზე ვერ გავლენ და ამას წინასწარ უნდა შევეგუოთო. ახლა კი ლიგაზე კი არა მე პირადად ნეაპოლში არ ვარ ამიტომ პირში წყალს არ ჩავიგუბებ. ნაპოლი ჩემპიონი გახდება! არსენალს ცოტა გაუჭირდება რადგან გასვლაზე ლივერი, სიტი და უკვე კარგ ნიუკასლთან დარჩა თამაშები ასევე ჩელსისთან. მარა ასეთი არსენალი ჩემპიონობას იმსახურებს და ვფიქრობ გახდება კიდევაც. ნაპოლის ძნელი თამაში გასვლაზე იუვე დარჩა მხოლოდ. მჯერა ჩვენი ბრილიანტი ჩემპიონი გახდება და ლიგაზეც მინდა სიურპრიზი ვნახო ნაპოლის შემოთავაზებული.
G.LA
25 იანვარი 2023 14:06
0
დიდებულია, კიდევ მეტი ასეთი ანალიტიკური სტატია, მართლაც დამბურძგლავია,
შალვა
25 იანვარი 2023 13:09
3
საინტერესო და კარგი სტატიაა
მამუკა
25 იანვარი 2023 12:53
3
ძალიან კარგი სტატიაა, ყოჩაღ ღვთისავარს
ყოჩაღ ავტორს
25 იანვარი 2023 12:15
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული