ჩაკვეტაძე ფორმაში დგება - შეუცვლელად ითამაშა და ისევ საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბრნოს" 2:1 დამარცხების შემდეგ "სლოვანი" ავსტრიაში ამხანაგურ მატჩში ადგილობრივ "სტ. პოლტენს" დაუზავდა (2:2) და ისევ გამოიჩინა თავი გიორგი ჩაკვეტაძემ.

ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო, პირველ ტაიმში თანაგუნდელი ლოვატი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან შანსი ხელიდან გაუშვა. მეორე ტაიმში გიორგი საკუთარ საჯარიმოსთან ბურთს დაეუფლა, მეტოქეს გასცდა, პასი ვაისს გაუკეთა და მან მოწინააღმდეგის კარი დალაშქრა. ჩაკვეტაძეს თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა ორი მომენტი ვერ გამოიყენა.

ბრატისლავური გუნდის რიგებში 72-ე წუთამდე ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.

"სლოვანი" შემდეგ სპარინგს 28 იანვარს "ზალცბურგთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეჰ,ერთი სული მაქ ვნახო თავისი უდიდესი ნიჭის დარი თამაში გიორგის შესრულებით.ცოტა ვინმე თუ შეედრება მას მაშინ.და ნახავს მსოფლიო კიდევ ერთ კაშკაშა ქართველ ტალანტს და დააფასებს სათანადოდ.უფალს ებარებოდე,ჩვენო გიორგი!
მერაბი
21:25 25-01-2023
1
გოლი მინდა ჩაკვეტაძე გოლი, ორი გოლი... :) გაიხარე გიო მაგარი ხარ, დარწმუნებული ვარ გოლების წვიმაც მალე წამოვა
ფეოლა
01:26 26-01-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული