"ნაპოლი" ამბიციური მეკარით გაძლიერდა, რომელიც "მანჩესტერის" წევრიც იყო

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი წარადგინა - 27 წლის მეკარე პიერლუიჯი გოლინი გუნდში სეზონის ბოლომდე, იჯარით იქნება, თუმცა, გამოსყიდვის დიდი შანსი არსებობს.

გოლინი ბოლოს "ფიორენტინაში" იჯარით გამოდიოდა, სადაც მიმდინარე სეზონში სერია "ა"-ში მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გულშემატკივრებს ის "ატალანტადან" ახსოვთ, სადაც 2016 წლიდან თამაშობდა, ბოლო ორ სეზონში გუნდის ძირითადი კიპერი იყო, მანამდე კი ასევე იჯარით, "ტოტემჰემში" იმყოფებოდა. გოლინი "ასტონ ვილას", "ვერონას" და "მანჩესტერ იუნაიტედის" 18-წლამდელთა გუნდის წევრიც იყო. ნეაპოლელთა ახალწვეულმა იტალიის ეროვნული ნაკრების კარი
1 მატჩში დაიცვა. ის საკმაოდ ამბიციური ფეხბურთელია და ალექს მერეტისთვის კონკურენციის გაწევას მაქსიმალურად ეცდება. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, მეკარე სალვატორე სირიგუ "ფიორენტინაში" ითამაშებს.

"ნაპოლის" ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაც დაუბრუნდება და უახლოეს მატჩში, 29 იანვარს, "რომას" უმასპინძლებს.

alt"თუ კვარაცხელია ითამაშებს, "ნაპოლი" 3:0-ს მოიგებს" - იტალიელი ჟურნალისტის პროგნოზი

altხვიჩამ და ნკეტიამ რეალობა შეცვალეს - "ნაპოლი" და "არსენალი" მონატრებულ ტიტულთან ახლოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული