ავტორიტეტულმა The Guardian-მა ხვიჩა აღიარა - ქართველი 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელებში დაასახელეს!

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

თავდაპირველად გამოცემამ, მე-11-დან მე-100 პოზიციის ჩათვლით, საუკეთესოების ვინაობა გამოაქვეყნა, ტოპ 10-ს კი ხვალ დაასახელებს.

"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი მე-40 პოზიციაზე აღმოჩნდა. მან ისეთი ფეხბურთელები ჩამოიტოვა, როგორებიც იოზუა კიმიხი, კოდი გაკპო, თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი, რიად მაჰრეზი და სხვა ვარსკვლავები არიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 20 შეხვედრაში ითამაშა, სადაც თავი 9 გოლითა და 12 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ სიის შემდგენს ხვიჩას თამაში იუვესთან, ლივერპულთან, აიაქსთან და სხვებთან უბრალოდ არ უნდა აყურებინო. არაა ღირსი. უყუროს ანტონის, ნუნიესს და მისთანებს. ამათ და მისთანებს შეიტანდნენ იმ ორმოცში. აბა საიდან შეაგროვეს, თუ რამე სხვა ფუტბოლს უყურებენ?
ამატაკი
26 იანვარი 2023 23:34
3
იმის გათვალისწინებით, რომ ეს რეიტინგი 2022 კალენდარული წლისაა, მე-40 ადგილი ძალიან მაღალი შედეგია, ნაპოლიში 2022 წელს სულ რაღაც 17 თამაში აქვს ჩატარებული, 4 თვე, რეალურად ესეთ მოკლე დროში მე-40 ადგილი მსოფლიოსთვის უცნობი და არსაიდან გამოჩენილი ფეხბურთელისთვის ძალიან მაღალია.
Koba
26 იანვარი 2023 21:33
1
გარდიანის რეიტინგით, რონალდოზე წინაა, სკუდეტოს როცა დადებს ნაპოლი ბევრად წინ წაიწევს, ჩემპიონთა ლიგაზეც იქნება დამოკიდებული ბევრი რამ.
gega
26 იანვარი 2023 21:07
1
რატომ არ წერთ რომ კრისტიანუ რონალდოზეც წინ არის?
gogi
26 იანვარი 2023 18:03
4
Martali xar gakpos ro gaaswro is daiwera :)))ronaldu tu ar vcdebi 52tea
L.J .
27 იანვარი 2023 16:25
0
არაკომპეტენტური სტატისტიკაა. ტოპ 5 ჩემპიონატის, საუკეთესო გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია და 40? როგორ დათვალეს??
???
26 იანვარი 2023 17:25
2
Sheni azrit batumis dinamoshi tamashit +seria me40 cotaa 4 tveshi...waikitxejer da mera were,mteli welia sakartvelos chempionati gamoakeli da magari shedegia
L.J .
27 იანვარი 2023 16:20
0
ეს მიმდინარე სეზონის შეფასება არაა, 2022 კალენდარული წლისაა
რა მაფიაა?
26 იანვარი 2023 18:58
0
მალე ოქროს ბურთი მოგველოცოს ხვიჩასთვის!
ვახო...
26 იანვარი 2023 17:20
1
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს...
tngh
26 იანვარი 2023 16:53
1
ნაპოლი იტალიის ჩემპიონატში ლიდერობს და თანაც როგორ, არ იმსახურებს, რომ მისი საუკეთესო ფეხბურთელი ათეულში იყოს ?
ქიტესა
26 იანვარი 2023 16:32
3
ხვიჩამ ნაპოლის ნანატრი სკუდეტტო აჩუქოს წელს და ეგ სტატისტიკები გაიკეთონ სადაც უნდათ.
ხვიჩა ძალიან ახლოსაა გახდეს ლეგენდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თან 21 წლის ასაკში. დანარჩენი ეხლა კარგ ფეხბურთელებს რა დალევს, ღმერთმა ყველას გაუმარჯოს თავის გზაზე. ჩვენც ეგვინდა რაც შეიძლება მეტი ვარსკვლავი ვიხილოთ და ფეხბურთით ვისიამოვნოთ. მაგრამ ჩემთვის პირადად ხვიჩა ამ წუთში ათეულში შედის.
მეგრელი
26 იანვარი 2023 16:18
1
ჩვენ მეტი გვინდა!
დანარჩენი ხვიჩაზეა დამოკიდებული, რათა გააქროს თუ კი ვინმეს აქვს მასზე კითხვის ნიშანი.
წარმატებები ხვიჩას
baggio
26 იანვარი 2023 15:25
0

სიახლეები პოპულარული