"ვალენსია" სახლში უშანსოდ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბილბაოსთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილს ბურთი საერთოდ არ მოუგერიებია, ამის საშუალება არ მისცემია და სამივე გაშვებული გოლისას უშანსოდ იყო.

მატჩის წინ „ვალენსიას“ გულშემატკივართა ნაწილმა მწვრთნელის, გატუზოს გადაყენება მოითხოვა, თავად იტალიელმა სპეციალისტმა კი კითხვაზე, აპირებენ თუ არა ნახევარმცველის დამატებას, უპასუხა, რომ ეს საკითხი თვითონაც ძალიან აინტერესებს.

პირველ ტაიმში ბევრი იყო ბრძოლა, მომენტი ცოტა და სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ბასკური გუნდი მისმა კაპიტანმა მუნიაინმა დააწინაურა. შემდეგ შეტევაში მასპინძელთა მცველი დიახაბი
ჩაერთო, საჯარიმოში განივი გადაცემა გააკეთა და ბურთი საკუთარ კარში დე მარკოსმა ჩაჭრა. თუმცა 45-ე წუთზე ნ. უილიამსმა ახლო მანძილიდან გაუტანა მამარდაშვილს. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა ი. უილიამსმა გააკეთა.

„ვალენსია“ შესვენების შემდეგაც უხიფათოდ უტევდა, კონტრიერიშისას კი „ბილბაომ“ პენალტი მოიპოვა, როდესაც მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიიჩნია, რომ ოზკაჯარმა საჯარიმოში ნ. უილიამსი წააქცია, ვესგამ თერთმეტმეტრიანი უზადოდ შეასრულა, ბასკებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და ზედიზედ მეოთხედ გავიდნენ ნახევარფინალში.

ნახევარფინალში ასევე „ბარსელონა“ და „ოსასუნა“ გავიდნენ, მეოთხე საგზურისთვის კი „რეალი“ და „ატლეტიკო“ იბრძვიან.

შემდეგ მატჩს „ვალენსია“, რომელსაც ლა ლიგაზე გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს, 29 იანვარს გამართავს - გასვლაზე „ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 45 040 მაყურებელი
ვალენსია - ბილბაო 1:3
გოლები: 0:1 მუნიაინი (35), 1:1 დე მარკოსი (43, საკ. კარში), 1:2 ნ. უილიამსი (45), 1:3 ვესგა (74, პენ)

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვაა, ჩასაფრებული ბოღმიანებიც ბლომად შეკრებილან, მშვენიერია, მაგრამ ჯერ სად ხართ, თანდათან კიდევ უფრო გაიბერებით...
nika
27 იანვარი 2023 12:57
0
ვინც გაშვებულ გოლებში მამარდას ადანაშაულებთ, მარტივად გეტყვით რომ ფეხბურთის გაგებაში არ ხართ! არც ერთი გაშვებული ბურთი არ იყო მისი ბრალი.რაც შეეხება ვალენსიას დაცვას, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
ქობულეთიდან
27 იანვარი 2023 11:41
3
ყველგან მიშა რატომ გელანდებათ და გესიზმრებთ? თქვე ვითომ პატრიოტებო ვისი დროშით ამაყობთ? ან ვის ჰიმნს მღერიხართ? თქვენნაირი ვაი პატრიოტები ღუპავენ ამ ქვეყანას! ერთი მუჭა ღრუსეთუმეები ხართ ზუსტადაც და ვერაფერს დააკლებთ ამ ქვეყანას ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა! მამარდას კიდე წარმატებები! თქვენი კოლექტივიდან იქნებიან ის კრიტიკოსებიც ჯერ თქვენში მოიკითხეთ
ალექსანდრეს
27 იანვარი 2023 14:28
3
ეეე, შვილო! ფეხბურთის ცოდნა რა შუაშია. სხვი სიძლიერე და წარმატება უხეთქავთ გულს! ამაშია საქმე. 30 საუკუნის მანძილზე უამრავმა მტერმა ვერ გაგვწყვიტა და 1 მუჭა მიხუილისტები რას გვიზამენ. აქ მთავარია ამ ახალგაზრდა ბიჭებს არ ატკინონ გული! ესაა რომ მაღელვებს. გაიხარე ქობულეთელო.
alexandre
27 იანვარი 2023 12:50
3
გამაოგნებელი კომენტარებია! გიორგი, ძალიან მაგარი ხარ, შვილო. ამ ერის მოძულე ხალხს არ უსმინო! ყველას გვეამაყები და გგულშემატკივრობთ!
მე კი გული მისკდება, რა გვჭირს? ამდენი დაბოღმილი, ბოროტი, ყველაფერი ქართული კარგი რომ გულს უხეთქავთ, ცუდი კი უხარიათ - საიდან? ზვიად გამსახურდიას იარაღით ჩამოგდების მერე, როცა ერის 90% მისი მხარდამჭერი იყო, არ ყოფილა ამდენი გველსისხლიან გველ-ენიანი საქართველოში. დღეს ერთი მუჭა ერის მოღალატემ რატომ უნდა გაუტეხოს გული ჩვენ საამაყო შვილებს?
გიორგი ერთი და მეორე, ხვიჩა და კიდევ ბევრნო! გულთან არ მიიტანოთ ამ ნაძირალების კომენტარები! მთელ ერს უყვარხართ და წარმატებებს გისურვებთ!
ძალიან გთხოვთ, დაბეჭდეთ.
alexandre
27 იანვარი 2023 11:31
0
გაშვებული ბურთები მამარდას ბრალი არ იყო. იყო კიდევ ორი მომენტი, როდესაც მამარდას კარს ოდნავ ასცდა, მაგრამ რომც გასულიყო არც ის გოლები არ იქნებოდა მაგის ბრალი.
ისე, ორჯერ გამოსვლაზე უფრო მეტი მოეთხოვებოდა!
sofascore -ზე მამარდას დაბალი შეფასება ჰქონდა, ალბათ სამი ბურთი რომ გაუშვა მაგიტომ...
ვალენსია შეტევაზე გადადიოდა, გატანა ძალიან უნდათ, მაგრამ ეგრე ჩანს, რომ არაფერი ტაქტიკა არ აქვთ!

თემური
27 იანვარი 2023 11:19
0
მამარდა პენალტების მეფეა
juve
27 იანვარი 2023 11:08
13
კაცი რომ იუვენტუსს გულშემატკივრობს და მამარდაშვილს არა, იმას რა უნდა ელაპარაკო.
გოგია
27 იანვარი 2023 14:33
1
მამარდა არის დინამო თბი.ლისის დონის მეკარე რა უნდა მაგას ვალენსაში ?
ზაზა
27 იანვარი 2023 10:46
21
საერთოდ უყურებთ მამარდას თამაშებს? რამდენჯერ შეინახა კარი მშრლად და აშ. თქვენი გადასაწყვეტი არაა ვისი დონისაა
გულშემატკივარი
27 იანვარი 2023 12:15
1
არც ერთ გაშვებულ გოლში არ შეიძლება მამარდას დადანაშაულება. არ მინდოდა ამ ფრაზის თქმა მაგრამ ეს არის ზედგამოჭრილი: ვალენსიას დაცვა არის "პრახადნოი დვერ". ასეთი უფანტაზიო გუნდი მე არ ვიცი.
თომა
27 იანვარი 2023 10:30
3
გატუზოს მოფიქრებული ტაქტიკური სქემები არ გაიშვას.
გივი
27 იანვარი 2023 14:35
0
შეძლება ითქვას არცერთი ბურთი არ იყო მამარდაშვილის ბრალი. ახლოდან ურტყამდნენ.დაცვამ ჩაისვარა.
ჯუჯი
27 იანვარი 2023 10:29
0
წინა 2 კომენტარი რაცაა.. მართლა მაინტერესებს ეგეთი ღვარძლიანები როგორ ხართ? ეგ 1.. და მე-2).. მამარდაშვილი რა შუაში იყო ან 1-ელ, ან მე-2, ან მე-3 გოლზე?
5-6 მეტრიდან დაურტყეს ორივე, თან უძლიერესად. და პენალტზე ხომ საერთოდ.
ilar10N YouTube
27 იანვარი 2023 09:43
0
რა ამბავია ამ ფეხბურთელების ამდენი-უსაზომო ხვევნა კოცნა?! რა ამბავია?! მალე ტუჩებში დაიწყებენ ერთმანეთს კოცნას და ენის გადაყოფას. შემდეგ ეტაპზე კი რაც იქნებ მიხვდებით ყველა!
aburjga
27 იანვარი 2023 09:37
6
რა დღეში გაქვს ნერვები. :) დამშვიდდი, პუტინს გაფიცებ.
aburjga-ს
27 იანვარი 2023 14:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული