უსახური "ვალენსია" ისევ დამარცხდა და ვარდნას განაგრძობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-19 ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ვალიადოლიდთან“ 0:1 დამარცხდა.

"ვალენსიმ" მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა, მეკარე გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, თუმცა "ვალიადოლიდმა" მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

მატჩი ლამაზი სანახავი არ იყო, თავიდან სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დაწინაურება ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, მამარდაშვილმა პლანოს, მაჩისს და პლატას არ დაანება გატანა. 90-ე წუთზე კი ლარინმა ახლო მანძილიდან დალაშქრა "ღამურების" კარი.

„ვალენსიას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 20 ქულით მე-14 ადგილზეა და 3 თებერვალს მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდება.

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“.
19 675 მაყურებელი

ვალიადოლიდი - ვალენსია 1:0
გოლი: ლარინი (90)

მკითხველის კომენტარები / 12 /
იტყვი რამე კრიტიკულს და ეგრევე მამარდას მტრად და მოღალატედ შეგრაცხავენ, კი ბატონო კარგი ბურთები აიღო მარა 70-ე წუთზე შეცდომა დაუშვა ბურთი ხელიდან გაუვარდა, ვერ ისარგებლა მეტოქემ კიდე კაი, გაშვებულ გოლს რაც შეეხება ამ სიმაღლეა უნდა გამოსულიყო და ჩაეჭრა პასი.
გავროში
22:02 29-01-2023
8
მამარდას ფეხბურთელებზე ხშირად გადააქვს ყურადღება ბოლო ჩაწოდების დროს რომ ბოლომდე მზერა ბურთზე დაეჭირა რეაგირებასაც მოასწრებდა ბურთს საერთოდ არ უნდა აცილებდეს თვალს მეკარე, ბავშობაში მაგარი მეკარე ვიყავი, რეაქცია მქონდა საოცარი ერთი წუთით არ ვადუნებდი თვალს, მაგრამ სოფელმა და უფულობამ თავისი ქნა ეეჰ
goga
21:49 29-01-2023
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული