უსახური "ვალენსია" ისევ დამარცხდა და ვარდნას განაგრძობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-19 ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ვალიადოლიდთან“ 0:1 დამარცხდა.

"ვალენსიმ" მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა, მეკარე გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, თუმცა "ვალიადოლიდმა" მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

მატჩი ლამაზი სანახავი არ იყო, თავიდან სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დაწინაურება ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, მამარდაშვილმა პლანოს, მაჩისს და პლატას არ დაანება გატანა. 90-ე წუთზე კი ლარინმა ახლო მანძილიდან დალაშქრა "ღამურების" კარი.

„ვალენსიას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 20 ქულით მე-14 ადგილზეა და 3 თებერვალს მადრიდში „რეალს“ დაუპირისპირდება.

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“.
19 675 მაყურებელი

ვალიადოლიდი - ვალენსია 1:0
გოლი: ლარინი (90)

მკითხველის კომენტარები / 12 /
იტყვი რამე კრიტიკულს და ეგრევე მამარდას მტრად და მოღალატედ შეგრაცხავენ, კი ბატონო კარგი ბურთები აიღო მარა 70-ე წუთზე შეცდომა დაუშვა ბურთი ხელიდან გაუვარდა, ვერ ისარგებლა მეტოქემ კიდე კაი, გაშვებულ გოლს რაც შეეხება ამ სიმაღლეა უნდა გამოსულიყო და ჩაეჭრა პასი.
გავროში
29 იანვარი 2023 22:02
8
ეგ შეცდომა მეგობარო მსოფლიო დონის მეკარებს მოდით თუ ვინმე გყავს მეკარე ნაცნობი კითხე რას ნიშნავს ბურთი ხელების წინ მიწას რომ შეეხება სისწრაფე იმატებს და მიმართულება იცვლება , ეგ დაემართა კანს მსოფლიოს ფინალში, მთავარია კარგათ დამთავრდა
Soso
29 იანვარი 2023 23:11
0
ოკ
გავროში-ს
29 იანვარი 2023 23:00
1
მამარდას ფეხბურთელებზე ხშირად გადააქვს ყურადღება ბოლო ჩაწოდების დროს რომ ბოლომდე მზერა ბურთზე დაეჭირა რეაგირებასაც მოასწრებდა ბურთს საერთოდ არ უნდა აცილებდეს თვალს მეკარე, ბავშობაში მაგარი მეკარე ვიყავი, რეაქცია მქონდა საოცარი ერთი წუთით არ ვადუნებდი თვალს, მაგრამ სოფელმა და უფულობამ თავისი ქნა ეეჰ
goga
29 იანვარი 2023 21:49
5
Ბორდალესი რატომ გაიშვეს?!
Irakli
29 იანვარი 2023 21:16
1
გატუზო ხომ საერთოდ ნოლია ზეროოოოოოოოოოოოოო!
გიორგია ცოდო ამ კრეტინების გამო ასე რომ იჩაგრება.
უნდა მოშორდეს ვალენსიას დროზე.
KOSTAKURTA
29 იანვარი 2023 21:09
2
მამარდ გაასწარი სანამ დროა
რაბუ
29 იანვარი 2023 19:30
1
ნუ იდარდებთ, გატუზო ვალენსიაში სამსახურს თუ დაკარგავს, უმუშევრად მაინც არ დარჩება. თბილისის მერის 11-ე მოადგილის პოსტი გარანტირებული აქვს. დამოძღვრავს მაღალინტელექტუალურ ურნებს, ნაგვის ბუნკერებს, საფერფლეებს და საფურთხებლებს, პირველ მაისობაზე პარადზეც კი გამოაგულავებს მათ ჭავჭავაძის გამზირხე. 1 ბუნკერი უკან, ხუთი წინ, ხუთი ურნაც კიდევ უფრო წინ და ნული საფერფლე სულ წინ და წინ. აი, ასე! აბა, ტროლებო, გამოაჭენეთ თქვენი სკუტერები!
ელიასი
29 იანვარი 2023 19:27
34
Shen iyavi kargad...rino naxavs samsaxurs da tbilisshi ro exvewo ar chamova;)
L.J .
29 იანვარი 2023 20:06
0
გატუსოზ მწვრთნელობა არ გაიშვასთქოო. ბრავო გიორგის მაგარი მეკარე გვყავს.
გეგი
29 იანვარი 2023 19:09
0
გატუზოსგან მწვრთელი ვერ დადგა და აღარც გამოვა. საშნელი ფეხბურთი ითამაშა ვალენსიამ ისევ, უაზრო და უტვინო და შედეგიც სახეზეა. მამარდამ ძალაინ კარგად ითამაშა მთელი თმაში. გარდა გოლის მომენტში. 2 მეტრიანი მეკარისათვის გამოსასვლელი და დასაჭერი ბურთი იყო, არ არავინ უშლიდა ხელს და თვალი გააყოლა. გამოსვლებზე უკეთ დაიწყო თამაში მაგრამ ისევ იგივე შეცდომა დაუშვა, შეყოყმანდა და მერე თვალი გააყოლა. იმედია წავა სადმე სხვა მაგ გუნდში ეგ ვეღარ გაიზრდება, გატუზო აუცილებლად გასაშვებია. სოლერის გაყიდვამაც ეს გუნდი მოშალა. მე ვალენსია სულ ფეხებზე მკიდია მაგრამ მამარდას წინსვლა ყველას გვინდა და დაატორმუზებს ეს გუნდი დროზე თუ არ მოშორდა.
simartle
29 იანვარი 2023 19:08
7
თვალი რომ გააყოლა საკმაოდ ძლიერად ჩააწოდეს და მაგ დროს მეკარე თუ გამოდის აუცილებლად უნდა ჩაჭრას ეგ ბურთი და თუ არაა მაგაში დარწმუნებული რომ ჩაჭრის მაშინ არ უნდა გამოვიდეს.არაფერი ბრალი არაა მაგ გოლში გიორგისი.
გეგი
29 იანვარი 2023 20:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული