"ეს შეუძლებელია" - ხვიჩამ სპალეტი გააბრაზა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-20 ტურში "რომა" "ნაპოლის" სტუმრობს.

რამდენიმე წუთის წინ მასპინძლებს წინ გასვლის შანსი ჰქონდათ, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ ირვინ ლოსანოს გადაცემა გოლად ვერ აქცია, რამაც "პარტენოპეის" თავკაცი ლუჩანო სპალეტი გააბრაზა. კამერებს მისი რეაქცია არ გამორჩენიათ, 63 წლის სპეციალისტმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "ეს შეუძლებელია".

შეგახსენებთ, ხვიჩამ შეხვედრის მე-17 წუთზე საგოლე პასი მიითვალა, "კვარამ" ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.

alt"დღეს უნდა გავიმარჯვოთ" - "ნაპოლის" ქომაგები დე ლაურენტისს "მარადონაზე" ოვაციებით დახვდნენ [VIDEO]

alt"გეტყვით, როგორ შევაჩერებთ კვარაცხელიას" - რა იდეა ჰქონდა მანჩინის?

მკითხველის კომენტარები / 38 /
ოსიმენი იდგა სიღრმეში სამი რომაელის გარემოცვაში როცა ხვიჩამ მკერდზე დაასვა გადაცემა. გოლი გენიალური იყო, მაგრამ პასიც ისეთივე გახლდათ. რომ არა ასეთი სიზუსტის გამიზნული პასი ვიქტორს შანსი არ მიეცემოდა ის შედევრი შეექმნა. იმიტომ ჩაიხუტა დამატებით გულში ხვიჩა. ეკრანზე ყველაფერი ნათლად ჩანდა.
ბექა
01 თებერვალი 2023 09:44
1
Maradona 26 wlis iyo napolishi rom mivida da pirvel sezonshi mxolod 17 goli gaitana. Ase rom gvadrovet batono.......
Shio
31 იანვარი 2023 13:00
3
კვარაცხელია ჩვენია და ვინც 'ჩვენად' თვლის ყველას გვიყვარს. არ გეწყინოს ჩემო შიო და ფეხბურთისგან ცოტა შორსა ხარ.
Shoda
31 იანვარი 2023 14:12
2
კი აპაა, გაატანინა არა .....ოსიმენამ ისეთი შეასრულა-საჯარიმოში მკერდით ჩამოიღო და ისეთი გაიტანა, იშვიათად რომ ნახავ თანამედროვე ფეხბურთში. გაატანინა არის როდესაც შენც გაქვს გატანის შანსი და თანაგუნდელსაც.... მას გაატანინებ. რა თქმა უნდა კვარამაც გამიზნული პასი გააკეთა ოსიმენზე, მაგრამ გაატანინა მეტისმეტია...
ჩელე
31 იანვარი 2023 10:32
4
დიახაც,კვარამ გაატანინა.მშვენივრად ჩააწოდა ბურთი,ვერც ერთი მცველი ვერ შეწვდა.ოსიმენს ეგრევე თავით რომ შეეგდო რა,არ იქნებოდა ასისტი? ინდივიდუალურდ,დიდებულად ჩამოიღო და დაამუშავა ბურთი კიბატონო,მაგრამ კვარას ნუ დავუკარგავთ,გოლი მის ჩაწოდებას მოჰყვა.მასე მოდრიჩს და სხვა უამრავ ნახევარმცველს,ჩაწოდებებით გაკეთებული ასისტები არ ჩავუთვალოთ და არ დავაფასოთ?
Xoabara
31 იანვარი 2023 19:12
0
ლოზანომ, რო ქნა ხვიჩა და კიმინჯე, რომ მიყვებოდა სრულიას თავისუფლები და მაგან კარში დაარტყა, ეგ რომ ხვიჩას ექნა და თუნდაც გაეტანა, სპალეტის მთავარი საკრიტიკებელი თემა იქნებოდა პრეს-კონფერენციაზე, ლოსანოზე კი კრინტიც არ დაუძრავს.
გოგი
30 იანვარი 2023 20:17
0
სიმეონე მაგარია! მერამდენედ გაიტანა გადამწყვეტი გოლი!
კონსტანტინე
30 იანვარი 2023 19:53
0
ასეთი ტექნიკის პატრონმა როგორ ვერ გააჩერა კარგად ლოსანოს პასი ძალიან გამიკვირდა....თუმცა ყველაფერი წინააქვს.წარმატებები ოქროს ბიჭს
კახა ქ.
30 იანვარი 2023 16:57
2
დიახ,ირაკლი დაუმუშავების გარეშე უნდა დაარტყა ასეთ დროს. არადა რა ძალიან მაგარი გოლი გამოვიდოდა!
gulshematkivari0703
01 თებერვალი 2023 00:40
0
საერთოდ ბურთის გაჩერება რატომ სცადა ეგ უფრო გასაკვირია ჩემთვის, დაერტყა ერთი შეხებით და 90% გოლია
ირაკლი
30 იანვარი 2023 20:17
0
მაქსიმალიზმი კარგია ობიექტურობასთან ერთად.ვიყოთ ორთავენი.
მერაბი
30 იანვარი 2023 15:09
2
ესეც კაი ქინძია.
ggg
30 იანვარი 2023 14:47
11
შეცვლა არ არის პრობლემა, მთელი წინა ხაზი შეიცვალა მასე და არა პირველად.. მთავარია აქ ხვიჩას არადამაჯერებლობა, ბევრი ტექნიკური წუნი ქონდა, თავით თამაშიც უნდა ისწავლოს, პირველი ტაიმის ბოლოს ოსიმენის ჩაწოდებულზე თავით უნდა წასულიყო.. მეორე ტაიმში ლოზანოს ჩაწოდებული ხისტად მიიღო, ჯობდა პირდაპირ დაერტყა.. მოკლედ წინ ბევრი სამუშაო აქვს ამ ნიჭიერ ბიჭს, მთავარია სტაბილურობა და დამაჯერებლობა, წარმატებები კვარას
papai
30 იანვარი 2023 14:20
4
მაგ დროს იგებდა ნაპოლი
ზვიადი
30 იანვარი 2023 12:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული