კვარაცხელიას საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "რომას" სძლია და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-20 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომა“ 2:1 დაამარცხა.

მცირე ავადმყოფობის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა, მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და დებიუტშივე შექმნა მომენტი, როდესაც საჯარიმოს ხაზთან ორ მეტოქეს გასცდა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე რუი პატრისიომ მოიგერია. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, სტუმრები კოტრიერიშებით პასუხობდნენ, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე კიმ ჯემ და მერეტმა შეუთანხმებლად იმოქმედეს და კორეელმა კინაღამ ავტოგოლი გაიფორმა. შემდეგ ოსიმენმა კვარაცხელიას გადაცემული ბურთი მიიღო და რომაელთა კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს სპინაცოლას
ჰქონდა მომენტი, მაგრამ მას გატანა მერეტმა არ დაანება.

შესვენების შემდეგ ქართველს კიდევ ერთი შანსი მიეცა, თუმცა რთულ სიტუაციაში ლოსანოს გადაცემული ბურთი ვერ დაიმორჩილა. თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა, ორმხრივი შეტევებით: ჯერ კრისტანტეს თავური მერეტმა, ცოტა ხანში კი ლოსანოს დარტყმული რუი პატრისიომ მოიგერია. ხვიჩა 69-ე წუთზე ელმასით შეცვალეს და ელ შაარავიმ ანგარიში გაათანაბრა. სპალეტიმ მოედანზე ლოსანოსა და ოსიმენის ნაცვლად სიმეონე და რასპადორი შეუშვა და სიმეონემ ზილენსკის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა.

"კვარას" ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, ხოლო ოსიმენი 14 გოლით ბომბარდირია.

„ნაპოლიმ“ ტურნირზე ბოლო 16 მატჩიდან 15 მოიგო, 53 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს და 5 თებერვალს გასვლაზე „სპეციას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - რომა 2:1
გოლები: 1:0 ოსიმენი (16), 1:1 ელ შაარავი (75), 2:1 სიმეონე (86)


მკითხველის კომენტარები / 45 /
ესეთი პასი და გოლი, უიშვიათესია მსოფლიოს მასშტაბით. მარცხენა ფეხი და მარჯვენა რომ სულერთია, ესაა გასაგიჟებელი, ბრავოოოოოოოოოოოოოო. მთელ თამაშს უდრიდა დასაწყისშივე ამ უმაგრესი დუეტის მოქმედება
საბურთალო
30 იანვარი 2023 16:19
0
ეს მოკლე ვიდეო ნახეთ! :)
https://www.youtube.com/watch?v=8EI7YLLlxa8
ქ. გ.
30 იანვარი 2023 15:14
0
ბოლობოლო ფეხბურთში მთავარი გოლია. ხვიჩამ საგოლე პასი გააკეთა რა ცოტაა? ისე ლოსანოს პასიც რომ გაეტანა დაგლიჯავდა.
ამაშია საქმე
30 იანვარი 2023 14:59
0
რა თქმა უნდა სპალეტის მე ვერ ვასწავლი მაგრამ ჩემის აზრით კვარაცხელიას ზედმეტად ბევრი უწევდა დაცვაში თამაში, რაც თავდასხმაში მისი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენას ხელს უშლის.
Irakli
30 იანვარი 2023 12:49
4
ბიუჯეტის ხარჯზე უსაქმური ქოცების დელეგაციებს რომ აგზავნიან ერთი კაცის საგულშემატკივროთ ამდენი საქართველოს დროშებით უკვე სამარცხვინოა.თუ გონიათ რამე ღვაწლი აქვთ ხვიჩას წარმატებაში.ბავშობიდან რუსეთში გააქციეს რადგან ჩვენთან ელემენტალური პირობები არა აქვთ.
საქაჯეთი
30 იანვარი 2023 12:28
13
ვერ გავიგე, ქოცებს გულაობა არ უნდათ? პარტია ქვეყნისთვის წელზე ფეხებს იდგამს, შენ კიდე აქ საქოციანეთს ნეაპოლიტანულ პიცასაც კი უშლი.
gega
30 იანვარი 2023 16:38
3
ბოღმაააააა!!!!!! არ გასკდე.იყავი შენც ქოცი და წახვალ დროშით ხელში.ხა ხა ხა.ნაცი რომ ხარ რა მოიგე?"ხაბე"?ფარჩაკებოოოო.
!!!!!!
30 იანვარი 2023 16:36
2
Losanos pasis dros mashinve unda daertka rogorc iuventustan golisas, araushavs mainc moiges da unda daiviwkos,erti rac ar momwons cota moridebulad aris da ufro aqtiurad unda iqceodes,tuntac kutxurisas ratom dautmo mario ruis ver gavige...
Givi
30 იანვარი 2023 12:13
1
ბიჭს საყვარელი ბებია გარდაეცვალა და, რაც ითამაშა, ისიც როგორ ითამაშა.
მირო
30 იანვარი 2023 11:18
1
ჰოო, ახლა მართლა გარდაიცვალა. მაშინ რომ გაავრცელეს ტყუილი იყო, რადგან ცუდად იყო იმიტომ გაუვრცელეს :(
რა სამწუხაროა. ხელზეც ეწერა ხვიჩას...
!!
30 იანვარი 2023 11:38
0
ანგარიში ნახე. დაგერიცხა უკვე 30 ვერცხლი?)))))))))))))
kaxa-ს
30 იანვარი 2023 11:13
1
რა ვიცი რა უნდა მოხდეს რომ ნაპოლი და ხვიჩა ჩემპიონები ვერ გახდნენ ..ერთად ერთი რაც მინდა ინტერის გაფენაა ნეპოლში ხვჩას თამადობით პ.ს მარიო რუი ბიჭიმა კუთხურის ჩაწოდება გადაწყვიტა და შენ ჩააწოდე ? კარგი არა უშავს მოვა მაისი .
dato
30 იანვარი 2023 10:20
1
რა თქმა უნდა ხვიჩამ დღეს ვერ აჩვენა სუპერ თამაში მაგრამ ასე რომ ეთამაშათ მაგალითად მირანჩუკს ან შამუროდოვს რუსეთში და უზბეკეთში ეროვნულ დღესასწაულს გამოაცხადებდნენ
zura222
30 იანვარი 2023 10:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული