რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" სერია "ა"-ს მე-20 ტურში "რომას" 2:1 მოუგო, ქართველმა ნახევარმცველმა კი საგოლე პასი გააკეთა. "კვარამ" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მისგან სულ საუკეთესო შედეგს ველოდებით. 

ცნობილმა პორტალმა whoscored.com-მა ხვიჩას 6.9 დაუწერა, რაც "ნაპოლის" რიგებში მე-4 შედეგი გახლდათ. ქართველზე მეტი ქულით პიოტრ ზელინსკის, ირვინ ლოსანოსა და ჯოვანი სიმეონეს თამაში შეფასდა. მატჩის მონაწილე 32 ფეხბურთელს შორის "კვარა" შეფასებით მე-6 იყო. 

ქართველი ნახევარმცველის გუნდმა 53 ქულა დააგროვა და ჩემპიონატს 13-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ხვიჩა კვარაცხელიას 7 გატანილ გოლთან ერთად,
სერია "ა"-ში 8 შედეგიანი პასი აქვს გაკეთებული, რაც ლიგაში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

altკვარაცხელიას საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "რომას" სძლია და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
კვარა , თავი მაღლა მეგობარო, მეტი ცეცხლი თვალებში , ნაკლები დაძაბულობა , მეტი ჩართულობა ( აქტიურობა )თამაშში !!! მაგარი ბიჭი ხარ და შენ თვითონ ღრმად უნდა გწამდეს ეგ . არავინაა ისეთი , ვინც თამაშობს და მომენტი არ უცუდდება . ამიტომ , ნაკლები ნერვიულობა . ყველაფერი მაგრად იქნება !
zaza
23:34 04-02-2023
0
მაგ ჩემის ლოსანომ მეორე კომენტში იჟმოტა მაგრად კიმი და ხვიჩა რო ეხსნებოდნენ და -კარგად კი დაარტყა,მაგრამ ხვიჩაზე რო მიეცა გაიტანდა (კიმი მაინც მცველია და ისე გაეხსნა კიმი ვერ შეაგდებდა პასის შემთხვევაში)
Levani
23:45 30-01-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული