ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელია და ოსიმენი იტალიას იპყრობენ - სტატისტიკები "რომასთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში "ნაპოლიმ" "რომას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველს კალჩოში 15 შეგდებულ ბურთში აქვს მონაწილეობა მიღებული (7 გოლი, 8 ასისტი), მასზე კარგი მაჩვენებელი კი იტალიაში მხოლოდ სწორედ ოსიმენს აქვს (14 გოლი, 3 შედეგიანი გადაცემა).

როგორც მოგახსენეთ, ნიგერიელს უკვე 14 გატანილი გოლი მოუგროვდა და ამით ის ტოპ-5 ჩემპიონატის ბომბარდირებში მე-3 ადგილზე გადავიდა.

ოსიმენზე წინ მხოლოდ ერლინ ჰოლანი და ჰარი კეინი არიან.
ასევე დაგაინტერესებთ