კვარაცხელია-ოსიმენის ტანდემის დაშლას სპალეტი დაუშვებს?! - მათ შეძენას ერთდროულადაც გადაწყვეტენ...

AutoSharing Option
"ნაპოლითა" და ხვიჩა კვარაცხელიათი "რომასთან" მორიგი გამარჯვების (2:1) შემდეგ კვლავ აღფრთოვანებული ვართ. ნებისმიერი მოვლენის აწმყოში ბოლომდე გააზრება რთულია, შთაბეჭდილების სრულ შექმნამდე გარკვეული დროის გასვლაა საჭირო - ისტორია სწორედ ამას გულისხმობს. სპორტსა და ფეხბურთშიც ასეა, ხშირად დავმტკბარვართ ამა თუ იმ მოთამაშით, თუმცა გვიფიქრია, რომ სრულყოფილი დამოკიდებულებისათვის გარკვეულ ხანს უნდა გაევლო. ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ტანდემიც ასეთად ჩამოყალიბდა - აქ და ახლა "დაფრინავენ", გულშემატკივრებს აღაფრთოვანებენ, გავა დრო და ქართულ-ნიგერიულ თავგადასავალს სხვების შესადარებლად გამოიყენებენ.

Sportall.Ge

ზოგადად, ანალოგიები რთული საკითხია. ბიოლოგიურ ტყუპებს შორისაც კი
გარკვეული სხვადასხვაობაა. ოსიმენს ზოგიერთი ასპექტით კოტდივუარელ დიდიე დროგბას ადარებენ. მსგავსება ყოველთვის გარკვეულ ლოგიკას ეფუძნება, თუმცა "ნაპოლის" შემტევი უფრო ტექნიკურია და ბურთს "ესაუბრება". მსგავსი გოლი, როგორიც ოსიმენმა "რომას" გაუტანა, თვალწარმტაცია. დროგბას არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში აუღია მეტოქის კარის ბადე, მათ შორის, ფინალებში, ვიქტორი კი ჯერ მსგავს გამოწვევებში არ ყოფილა. თუკი დროგბას ვიხსენებთ, მაშინ ხვიჩა კვარაცხელიაზე არიენ რობენი უნდა მოგვაგონდეს, ფლანგიდან ცენტრისკენ შესვლებით თუ სწორედ კოტდივუარელთან ურთიერთქმედებით. მაშინდელ "ჩელსიში" კიდევ ერთი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, ირლანდიელი დამიენ დაფი...

Sportall.Ge

ერთია წმინდა საფეხბურთო ასპექტებით შედარება და მეორე, ურთიერთდამოკიდებულებებით. კვარაცხელია და ოსიმენი ერთმანეთს "თვალებახვეულიც" ხედავენ, სწამთ, რომ საერთო ძალისხევით შეუძლებელი არაფერი იქნება. თანამედროვე ფეხბურთში ხავისა და ინიესტას წყვილი ჰარმონიულ კავშირში იყო, თითქოს განსხვავებული საუკეთესო თვისებები რომ ჰქონდათ, ერთმანეთს არ ჰგავდნენ, ამავდროულად კი, მათი გარჩევა გვიჭირდა.

ახლო წარსულში გვახსოვს ფეხბურთელები, რომლებიც მართლაც ურთიერთს ავსებდნენ, ისე კი, აბსოლუტურად სხვადასხვა  ფილოსოფია ჰქონდათ. რა თქმა უნდა, მხოლოდ შემტევები არ იგულისხმება. ნეაპოლელი ფაბიო კანავარო ალესანდრო ნესტასთან ერთად იქნებ ამის კარგი მაგალითიც იყოს. იტალიის ნაკრებში მათი გამარჯვებისკენ მტკიცე რწმენა სხვადასხვა ხასიათს ეფუძნებოდა. აქაც, ხვიჩა მორიდებული ბიჭია, ვიქტორი კი - უფრო ხისტი, ექსცენტრიკული და პირდაპირი.

თავის დროზე ტიერი ანრისა და დენის ბერგკამპის მძლავრმა დუეტმა ინგლისის პრემიერლიგა სულ სხვა ეტაპზე, სათამაშო ფილოსოფიასა და სტილამდე აიყვანა. ის წყვილი ქართულ-ნიგერიულს არ ჰგავდა, თუმცა ტიტულებით ნაკლებად განებივრებულ ლონდონის "არსენალში" მეფური დროება დააყენეს, ეს კი "ნაპოლისთან" (სკუდეტოს 33-წლიანი წყურვილი) სწორედ დიდებული მსგავსებაა. სხვა პარალელების გავლებაც შეიძლება, წმინდა ქართულისაც კი, თუმცა ეს შორს წაგვიყვანს...

Sportall.Ge

კვარაცხელია-ოსიმენის ერთობა თუკი ოდესმე დაიშლება, ეს ყველასთვის გულდასაწყვეტი იქნება. ლუჩანო სპალეტი ამას არ დაუშვებს, თუმცა რამდენად საკმარისი იქნება?! არც ისაა გამორიცხული, გამოჩნდეს გუნდი, რომელიც მათ შეძენას ერთდროულადაც კი გადაწყვეტს. თანამედროვე ფეხბურთს რას გაუგებ, ხსენებული მოთამაშები ტრანსფერზე გამუდმებით მოფიქრალი ნამდვილად არ არიან, თუმცა რეალობას ვერავინ შეცვლის. ყველაზე ცოტა, სეზონის ბოლომდე, ისინი ერთად იქნებიან და კიდევ ბევრ ლამაზ ეპიზოდს გვაჩუქებენ.

altკვარაცხელია და ოსიმენი იტალიას იპყრობენ - სტატისტიკები "რომასთან" მატჩის შემდეგ

altროგორ ნახოს კვარაცხელიას თამაში მაქსიმალურად ბევრმა ქართველმა? - სიკეთე გადამდებია და არ იკარგება!..

მკითხველის კომენტარები / 22 /
ხვიჩას გარეშე სოფლის გუნდია ეგ თქვენი ნაპოლი ,შარას მწყემსი ეგ თქვენი სპალეტი , მაღალ-მაგარი …. ეგ თქვენი ოსიმჰენი ფეხბურთის პონტში თორემ ისე ისედაც გასაგებია ….!!!! თუ არ გჯერათ ნახეთ შარშანდელი რეზულტატები !!!
მდააა
22:20 31-01-2023
12
ოსიმენი-ოსური ფესვების მქონე ქართველების მოყვარული ნიგერიელი მამაკაცი
ჯონდო
16:39 31-01-2023
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული