"სერიოზული შეცდომა დაუშვა" - კანავაროს ყოფილმა აგენტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პალერმოს" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

ფედელემ Marte Sport-ის ეთერში "ნაპოლისა" და "რომას" (2:1) დაპირისპირების იმ მომენტზე ისაუბრა, როდესაც ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ "კვარამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა.

"ნაპოლიმ" გოლის გატანის არაერთი შანსი მიიღო. ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთის კონტროლის თვალსაზრისით სერიოზული შეცდომა დაუშვა. თავად მექსიკელმაც კარგი მომენტი ვერ გამოიყენა" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13
ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

altკვარაცხელია-ოსიმენის ტანდემის დაშლას სპალეტი დაუშვებს?! - მათ შეძენას ერთდროულადაც გადაწყვეტენ...

altკვარაცხელია და ოსიმენი იტალიას იპყრობენ - სტატისტიკები "რომასთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 47 /
ეს კაცი არ იძახის მთლად უაზრობას, ხვიჩამ იმ კონკრეტულ მომენტში ვერ შესძლო ბურთის დამორჩილება, ხდება ხოლმე, ვის არ მოსვლია.
მაგრამ ცალკე საკითხია, კანავარო ვინ ჩემი ჩიტი იყო და მისი აგენტი თუ მაკლერი ვინ აგდია ხვიჩას რომ აკრიტიკებს და ყველა ამას ყურადღებას აქცევს!
სააკაძე
01 თებერვალი 2023 17:23
4
ამ კაცმა თქვა ორი გასატანი ბურთი ვერ გაიტანესო.სინამდვილეში არც ისე იოლი იყო მათი გატანა.ხვიჩას შემთხვევაში ჩამოწოდებული ბურთი ძლიერი იყო და ეგრევე უნდა დაერტყა,ლოსანოს შემთხვევაში მცველებმა მაგარ ჭკვიანურად ითამაშეს დასარტყმელად მეკარეს პირდაპირ დატოვეს თან ისე იდგნენ კუთხეები ჩაკეტეს და პასიც არც ისე იოლი იყო.
ამაშია საქმე
01 თებერვალი 2023 15:28
1
ლოსანომ ბრმად ჩაუწოდა, თან ძალიან ძლიერად. ბურთი წვივზე მოხვდა და ვერ დაიმორჩილა.. მაგ დროს პირველ რიგში მეპასეა დამნაშავე . და მაგ 1 მომენტის გამო ნუ დავძრახავთ. თუმცა კარგია რომ ასეთი წონიანი ფიგურები აკრიტიკებენ. ამაზე დიდი მოტივაცია რა უნდა იყოს. მეორედ ეგეთ მომენტს რომ აღარ გააფუჭებს ვიცით ჩვენი ბიჭი.
ilar10N YouTube
01 თებერვალი 2023 11:52
1
ძალიან ბევრს ხომ არ ვითხოვთ ამ პატარა ბიჭისგან?
ლოსანოს პასი იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი შეხებით დამუშავება გაუჭირდებოდა აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს (ყოფილს თუ მოქმედს). ერთი შეხებით კარის მიმართულებით გაგზავნა იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილუბა, მაგრამ ამას სჭირდებოდა ცენტრფორვარდის გამოცდილება (ცხონებული რამაზ შენგელია იყო ართი შეხებით თამაშის გენიოსი) და უფრო მსუბუქი ფეხები (ვისაც უთამაშია დამეთანხმება).
ხვიჩა კონდიციებში აშკარად სუსტად გამოიყურებოდა და ამისი მიზეზი გადატანილუ გრიპი (სიცხით) იყო. აღდგენას დრო არა გაქვს და უნდა მოასწრო მოკლე პერიოდში პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებამდე ყველაფერი! მონდომებული იწყებ ვარჯიშს, იღებ რაც შეიძლება ინტენსიურ დატვირთვას და კუნთები გამოფიტვის რეჟიმში გადადის (აშკარად დაკლებული აქვს წონა). რაც მეტი იტვირთები მით უფრო გიმძიმდება ფეხები და ბოლოს თითქოს ტყვია ჩაგასხესო, ისე მძიმდება.
ხვიჩას მოძრაობაზე ეტყობოდა, რომ გადამწვარი იყო, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად, კონკრეტულად ამ თამაშისთვის (ზედმეტმა მონდომებამ იცის). თავიდან ჩვეულად დაიწყო და პირველი მესამედი კარგი იყო, შემდეგ დაიწყი დამძიმება, გაუჭირდა გადაადგილება, ბურთთან მუშაობა, დააკლდა სისწრაფე. ერთ მომენტში, როდესაც ლოსანომ, ჩემი აზრით მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და კარში დაარტყა (სამი იყვნენ და უფრო რაციონალური გათამაშება იყო საჭირო) ხვიჩა ძალიან დიდი ძალისხმევით დაეწია ეპიზოდს! აქ ფიზმომზადების მწვრთნელების გადაცდომაც არის, კონკრეტული თამაშისთვის (უფრო "სვეჟად" უნდა მიეყვანათ. სჯობდა ნაკლები დატვირთვა მიეცათ!).
ხვიჩა შემდეგ თამაშზე გაცილებით კარგი იქნება. ესეც გამიცდილების ამბავია (დატვირთვებს გადაინაწილებს, სადღაც თავს შეღავათს მისცემს, ორგანიზმის მოსმენას ისწავლის!
წარმატებები ხვიჩას, საქრთველოს ნაკრებს და ნაპოლის.
P.S. სამძიმარი ბადრი კვარაცხელიას დედის გარდაცვალების გამო.
G.A.L.
01 თებერვალი 2023 11:11
1
რონალდო და მესის რომ დაუთვალო ეგეთი შეცდომები უფრო მეტი ექნებათ ვიდრე ხვიჩას.რა დებილია მსოფლიო ?!
გიორგი
01 თებერვალი 2023 01:31
4
ვფიქრომ ხვიჩას ბურთი დამუშავების გარეშე უნდა დაერტყა. თანამედროვე ფეხბურთში 10 მცველიდან (+ მეკარე) მინიმუმ 8 არ გაცლის დამუშავებას. ამიტომ ჩემი აზრით ნებისმიერ ვარიანტში დაუმუშავებლად უნდა დაარტყა საჯრიმოდან თუ ძალიან კომფორტული სივრცე არ გაქვს!
gulshematkivari0703
01 თებერვალი 2023 00:34
0
ესენი ხო არ უბერავენ სერიოზული შეცდომა არა იხვი გადამწყვეტ მომენტში 11 მეტრიანებს ვერ იტანენ და ცარიელ კარში ვერ გააქვთ გოლები ვერ გაიტანა და მორჩა არ უნდა ამას ამდენი განხილვა
მიშა
31 იანვარი 2023 21:11
3
რასაც ეს ბიჭი აკეთებს პირველივე წელს არავინ ველოდით მაგდენს. შეცდომას რაც შეეხება ყველას მოსდის იმუშავებს ივარჯიშებს და გამოასწორებს დიდი ამბავი. ეგაა განვითარება. ეჭვი არ მეპარება რო უფრო მაღალ დონეზე ავა
ზურა
31 იანვარი 2023 19:42
1
კრიტიკა მისაღებია, იმისთვის რომ გამოცდილება მიიღოს, შეცდომები უნდა დაუშვას და შემდეგ მასზე დასკვნის გაკეთებით, ივარჯიშოს ამ ნაწილზე და შემდეგში არ დაუშვას იგივე შეცდომა, ასე ხდება პროფესიონალი
ფეოლა
31 იანვარი 2023 19:42
0
Es aris kritika??!!!shecdoma daushvao tqva da mereee???am kacma yvela pegburtelze calkcalke gaaketa komentari...vin?sad?ras ityvis yvelaoeri unda akomentot:)))xvicha warmatebebi mjera rom mwvervalebs daipyrob
L.J .
31 იანვარი 2023 18:33
0
Ver vwer ki ar mixaria latinurad wera ;)
L.J .
31 იანვარი 2023 21:38
1
დაწერე რა ქართულად, რას გვაწვალებ შენც კიდევ
გია
31 იანვარი 2023 19:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული