ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მამარდაშვილის "ვალენსიაში" ყველაფერი ისევ აირია - რას მოიტანს მწვრთნელის ცვლილება?!

AutoSharing Option
ესპანური "ვალენსიას" ამბავი გიორგი მამარდაშვილის გამო ძალიან გვაფიქრებს. ისედაც, გულშემატკივრებისთვის დასანანია, რომ კლუბი, რომელიც "ბარსელონასა" და "რეალს" ყოველთვის მაქსიმალურ წინააღმდეგობას უწევდა და ჩემპიონთა ლიგაზე ფინალებამდეც მიუღწევია, უკანასკნელი წლების განმავლობაში საშუალო დონის გუნდად ჩამოყალიბდა. ჯენარო გატუზო გათავისუფლებულია, თუმცა ეს სეზონის მეორე ნახევარში რამეს მნიშვნელოვნად შეცვლის?!

მას შემდეგ, რაც "ღამურებში" სინგაპურელი ხელმძღვანელობა მივიდა, აქ ყველაფერი აიბურდა. მწვრთვნელების ხშირი ცვლა, ნაკლები ნდობის გამოცხადება მისთვის, ვინც მეტს იმსახურებდა. მაგალითად, მარსელინიოსთვის; სამეფო თასზე გამარჯვების შემდეგ. თუნდაც, ხოსე ბორდალასი, რომელმაც გარკვეულწილად, მომავლის კონტურები გამოკვეთა (გუნდი "კოპა
დელ რეის" ფინალშიც გაიყვანა). გატუზოზე ჩვენც რამდენჯერმე დავწერეთ, რომ მას არ ჰყავდა იმ დონისა და სტილის შემსრულებლები, როგორადაც თამაში წარმოედგინა და ადრე თუ გვიან ეს პროექტი დასრულდებოდა. ჯენარო განსაკუთრებულ სპეციალისტად მაინც ვერ ჩამოყალიბდა.

მხოლოდ მწვრთნელებზე გადაბრალება არ ივარგებს. ვალენსიურ კლუბში კარგი აკადემიაა, შემდეგ კი ხელმძღვანელობის მიზანი ისაა, მაქსიმალურად ხელსაყრელი ტრანსფერები განახორციელონ. მაგალითად, გასულ ზაფხულს კარლოს სოლერი პსჟ-ში წავიდა. ასეთი მაგალითი რამდენიმეა. ყოველწლიურად ახალი გუნდის შექმნის პარალელურად, შედეგების დადება უტოპიად მოჩანს, არადა ამ კლუბს ხომ ორი მონსტრის დაჯაბნა და ესპანეთის ჩემპიონობაც კი შეუძლია. გუნდის გულშემატკივრებს შედეგები სურთ და არა ის, რომ ამ მხარის მეორე გუნდ "ვილიარელს" ბევრად კარგი პერიოდი ედგას.

უკვე მერამდენედ, გუნდს ისევ ვორო ჩაიბარებს. ის ამ გუნდის დროებით მწვრთნელად უამრავჯერ ყოფილა, ერთხელ მუდმივადაც კი დანიშნეს. შემდეგ ალბათ, ისევ ახალ დამრიგებელს მოძებნიან, თუმცა ეს უფრო ერთ წრეზე ბრუნვას დაემსგავსა. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მისი დიდი პროგრესის გათვალისწინებით, ქართველი მეკარე უკვე ამ გუნდში აღარ გვემეტება, განსაკუთრებით, ამ დაცვის ხაზის ფონზე. ვნახოთ, გატუზოს გუნდიდან გაშვება "მამარდასთვისაც" რას შეცვლის.

alt"ვალენსიამ" გატუზო გაუშვა - მამარდაშვილი მწვრთნელის გარეშე დარჩა

altმამარდაშვილს მეტი ამბიცია სჭირდება - გატუზოს პროექტს დრო ვერ აძლიერებს

ასევე დაგაინტერესებთ