"საუკუნის აღმოჩენაა" - "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა დონ ჰაჩისონმა "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა და "პარტენოპეის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

"კვარაცხელია საუკუნის აღმოჩენაა, უბრალოდ დაუჯერებელი ფეხბურთელია. რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, მუდამ მზადაა გოლები გაიტანოს, თანაგუნდელებისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია.

ჟურნალისტმა ვეტერან შოტლანდიელ ფეხბურთელს ჰკითხა, თუ ვინ გაიმარჯვებდა "ნაპოლისა" და "არსენალის" ნეიტრალურ მოედანზე დაპირისპირების შემთხვევაში, ჰაჩისონმა არჩევანი "პარტენოპეიზე" გააკეთა.

"ჩემი აზრით, მატჩის პირველ 20 წუთში "ნაპოლი" წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდოდა, "არსენალი" გამოცოცხლდებოდა" და ანგარიშს შეამცირებდა, საბოლოოდ კი შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით, 4:3 დასრულდებოდა.

ორივე გუნდს ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს. იმედია,
მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს შეხვდებიან" - განაცხადა დონ ჰაჩისონმა.

alt"ეს 2021 წლის ზაფხულში მოხდა..." - რას იხსენებს "რუბინის" ყოფილი სპორტული დირექტორი ხვიჩაზე

alt"სერიოზული შეცდომა დაუშვა" - კანავაროს ყოფილმა აგენტმა "კვარა" გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 6 /
უკვე ყელში ამოვიდა ამ კვარაცხელიაზე სტატიები! საუკუნის აღმოჩენა არა იხვის ტოლმა! ეგეც ეხლა ხეოფსისის პირამიდა არ მყავდეს რა? რა უბედურებაა ასე გაფეტიშება?!
ვახო სანაია
15:57 01-02-2023
23
ტოპ 5 ის ორი საინტერესო ვარიანტიდან ჩემპიონატიდან ესპანეთი ინგლისში საოცრება იქნება მისი თამაში როდესაც ამ ჩაკეტილ სისტემებში რეებს აკეთებს
Offside
14:50 31-01-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული