ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოფიციალურად - ზივზივაძე გერმანული გუნდის ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე "ფეჰერვარიდან" მეორე ბუნდესლიგის კარლსრუეში გადავიდა.

ზივზივაძეს მისმა ახალმა კლუბმა ორწლინახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა და ის 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"კარლსრუეს" სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კროიცერმა განაცხადა, რომ ზივზივაძის თამაში გასული წლის ზაფხულში ნახა, მაშინ უნდოდათ გადაბირება, მაგრამ ვერ მოახერხეს, ბუდუს ნაკრებში ასპარეზობის გამოცდილება აქვს, უნივერსალია, შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლიათ გამოიყენონ და გუნდისთვის შესანიშნავი შენაძენია.

"კარლსრუე" 18 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 18 ქულით მე-15 ადგილზეა, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და 5 თებერვალს სტუმრად "მაგდებურგს" შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ