მიქაუტაძის მეათე გოლი ლიგა 2-ში - "მეცი" ფრეს დასჯერდა, ზურიკოს "ბორდო" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 21-ე ტურში "გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა - მიმდინარე ტურნირზე მე-10 და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება ჯოშუა მაჯას (ბორდო).

"მეცი" საკუთარ მოედანზე "როდეზთან" ფრეს დასჯერდა (1:1). მასპინძელთა თავდამსხმელი მიქაუტაძე მწვრთნელმა ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მან 39-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, 63-ე წუთზე თავისი გუნდი ულამაზესი გოლით დააწინაურა, 74-ეზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმრებმა საპასუხო გოლი 79-ე წუთზე გაიტანეს. "როდეზის" განაცხადში არ იყვნენ ამირან სანაია და ნიკოლოზ ქუთათელაძე.

"მეცი" 33 ქულით მეხუთე ადგილზეა და 6 თებერვალს
გასვლაზე „ამიენს“ შეხვდება.

მეცი. "სენ-სიმფორიენი"
მეცი - როდეზი 1:1
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (63), 1:1 ბუასიე (79)
გაძევება: მპასი (90, როდეზი)

"ბორდო" სახლში ლიდერ "ავრთან" 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტოში იყო ზურიკო დავითაშვილი, რომელიც მართლაც ძალიან აქტიურობდა და ხშირად ეუხეშებოდნენ. დავითაშვილს ორჯერ გატანა მეკარემ არ დაანება, ერთხელ შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ ბურთი კარს ააცილა და 76-ე წუთზე შეცვალეს.

ჟირონდული გუნდი 36 ქულით მესამე პოზიციაზეა (ამდენივე ქულით, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლით მეორე ადგილზეა "სოშო") და 3 თებერვალს გასვლაზე „პოს“ დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - ავრი 1:2
გოლები: 0:1 კაზიმირი (15), 1:1 ნ’სიმბა (55), 1:2 ელ ჰაჯამი (78)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=8LYqT4wb8N8
ქ. გ.
03:55 02-02-2023
0
ჟორჟიც და "აბრეზიჩიც" საჭირო ფეხბურთელები არიან საქართველოს ნაკრებისთვის!!! წარმატებები მათ და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
15:28 01-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული