"ხვიჩას გმირობამ ყველა მოხიბლა და საქართველოდან ნეაპოლში ავიარეისების გაზრდას აპირებენ" - იტალიური მედია

AutoSharing Option
იტალიური პრესა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე, ქართველი გულშემატკივრების "ნაპოლისადმი" ინტერესი გაიზარდა და საჭირო გახდება საქართველოდან დამატებითი პირდაპირი ავიარეისების განხორციელება.

"საქართველოდან ნეაპოლში რეისები გაიზრდება: კვარაცხელიას თამაშების ნახვაზე დიდი აჟიოტაჟია. "კვარას" გამო ახლა ნეაპოლსა და საქართველოს შორის კავშირი ძალიან ძლიერია. "დიეგო მარადონას" სტადიონზე ბევრი ქართველი მოდის ეროვნული დროშითა და თანამემამულის მაისურით, რათა მისი ასპარეზობა ნახონ. მოკლედ, დუეტი "კვარა"-"ნაპოლი" სრული სვლით წინ მიიწევს, რასაც მედიასაშუალებებიც ადასტურებენ.

საქართველოდან პირდაპირი ავიარეისების გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე იტყობინება,
რადგან ხვიჩა გმირობის გამო ინტერესმა მკვეთრად იმატა", - წერს calcionapoli24.

Il Napolista იტყობინება, რომ დამატებით ავიარეისებს, სავარაუდოდ, Wizz Air-ი განახორციელებს, რადგან კვარაცხელიამ "ნაპოლიში" თავიდანვე ყველა მოხიბლა, ბევრ ქართველს სურს კამპანიაში ჩასვლა, მატჩებზე დასწრება და ქალაქის დათვალიერება.

altსეზონის დაწყების წინ ფანები მის გუნდიდან წასვლას ითხოვდნენ - ნახეთ როგორ გააცილეს დე ლაურენტისი "რომასთან" მატჩის შემდეგ [VIDEO]

 

alt"საუკუნის აღმოჩენაა" - "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

alt"ეს 2021 წლის ზაფხულში მოხდა..." - რას იხსენებს "რუბინის" ყოფილი სპორტული დირექტორი ხვიჩაზე

 

alt"სერიოზული შეცდომა დაუშვა" - კანავაროს ყოფილმა აგენტმა "კვარა" გააკრიტიკა

altგუშინ "ნაპოლიმ" არ ივარჯიშა - რა საჩუქარი გაუკეთა დე ლაურენტისმა გუნდს?

მკითხველის კომენტარები / 25 /
რომასთან თამაშის დროს ბანერებზე რეკლამა მიდიოდა: "თბილისი - ნეაპოლი - თბილისი ავიარეისები".
მთავარია ხვიჩა იყოს ჯანმრთელად და კიდევ დიდხანს გაახარებს საქართველოს! წარმატებები ვუსურვოთ ყველამ!
alexandre
10:05 01-02-2023
1
ალბათ იტალიასთან რეისების გაზრდა იგულისხმება, თორემ საქართველოდან ნეაპოლში პირდაპირ რეგულარურ ავიამიმოსვლას აც ერთი ავიაკომპანია არ ასრულებს, მათ შორის არც 'ვიზზაირი'. იმედია ამ ავიაკომპანიას მისცემენ ლიცენზიას ნეაპოლში პირდაპირი რეგულარური ავიარეისების შესრულებაზე და არა გაიაშსვილის 'საქართველოს ავიახაზები'-ს, თორემ ფასები მერე ნახეთ ტურებზე-ისედაც მხოლოდ ე.წ. ცნობადები ახერხებენ კვარას თამაშებზე სიარულს სამარიაჟოთ.....
შულაია
09:54 01-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული