"ხვიჩას გმირობამ ყველა მოხიბლა და საქართველოდან ნეაპოლში ავიარეისების გაზრდას აპირებენ" - იტალიური მედია

AutoSharing Option
იტალიური პრესა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე, ქართველი გულშემატკივრების "ნაპოლისადმი" ინტერესი გაიზარდა და საჭირო გახდება საქართველოდან დამატებითი პირდაპირი ავიარეისების განხორციელება.

"საქართველოდან ნეაპოლში რეისები გაიზრდება: კვარაცხელიას თამაშების ნახვაზე დიდი აჟიოტაჟია. "კვარას" გამო ახლა ნეაპოლსა და საქართველოს შორის კავშირი ძალიან ძლიერია. "დიეგო მარადონას" სტადიონზე ბევრი ქართველი მოდის ეროვნული დროშითა და თანამემამულის მაისურით, რათა მისი ასპარეზობა ნახონ. მოკლედ, დუეტი "კვარა"-"ნაპოლი" სრული სვლით წინ მიიწევს, რასაც მედიასაშუალებებიც ადასტურებენ.

საქართველოდან პირდაპირი ავიარეისების გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე იტყობინება,
რადგან ხვიჩა გმირობის გამო ინტერესმა მკვეთრად იმატა", - წერს calcionapoli24.

Il Napolista იტყობინება, რომ დამატებით ავიარეისებს, სავარაუდოდ, Wizz Air-ი განახორციელებს, რადგან კვარაცხელიამ "ნაპოლიში" თავიდანვე ყველა მოხიბლა, ბევრ ქართველს სურს კამპანიაში ჩასვლა, მატჩებზე დასწრება და ქალაქის დათვალიერება.

altსეზონის დაწყების წინ ფანები მის გუნდიდან წასვლას ითხოვდნენ - ნახეთ როგორ გააცილეს დე ლაურენტისი "რომასთან" მატჩის შემდეგ [VIDEO]

 

alt"საუკუნის აღმოჩენაა" - "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

alt"ეს 2021 წლის ზაფხულში მოხდა..." - რას იხსენებს "რუბინის" ყოფილი სპორტული დირექტორი ხვიჩაზე

 

alt"სერიოზული შეცდომა დაუშვა" - კანავაროს ყოფილმა აგენტმა "კვარა" გააკრიტიკა

altგუშინ "ნაპოლიმ" არ ივარჯიშა - რა საჩუქარი გაუკეთა დე ლაურენტისმა გუნდს?

მკითხველის კომენტარები / 25 /
ჯიბეგამოფხეკილი ქვეყანა,თბილისი-ნეაპოლის რეისებს ითხოვს :) ქვეყანას, რომელსაც მშიერისთვის და ავადმყოფისთვის ვერ მოუვლია და ლარ-ლარს აგროვებს ფეისბუქით. ნახევარი, მექსიკის საზღვარზე, რიგში დგას.
ციციკორე
10:34 02-02-2023
1
კახას მინდა მივმართო, რუსეთთან 200 წლიან ძმობაზე რომ საუბრობს.
რომელ ძმობას გულისხმობთ, ქვეყანა რომ საერთოდ გაგიქრო და ორ ცალ გუბერნიად გადაგიქცია? თუ იმის მერე 1921 რომ მოგიწყო და 70 წელი მონობაში გამყოფა? თუ 9 აპრილი რომ მოგიწყო?
ამ ძმობაზე წერთ აქ და თვალებში ნაცარს გვაყრით?
მე 12 საუკუნის მსოფლიო დონის შედევრზე რომ გეუბნებოდა, დაბალი დონის ნაწარმოებიაო და წერა-კითხვა ჩვენ გასწავლეთო, ტილები გესიათ ქართველებს და საპონი ჩვენ მოგეცითო...
ამას რომ გეუბნებოდა რუსი და გიწამლავდა საკუთარ წარსულს, ეგ არის ძმობა?
სანამ დანტე "ღვთაებრივ კომედიას" დაწერდა და ევროპა ჰუმანიზმის შესახებ გაიგებდა, მანამდე რომ გვქონდა თანასწორობაზე, ჰუმანიზმზე , მეგობრობაზე, სიყვარულზე მსოფლიო დონის შედევრი, ამას რომ რუსი გიმალავდა იცი? სპეციალურად რომ შეჰქონდათ სკოლებში საზეპიროები, რომ ბავშვებს შესძულებოდათ "ვეფხისტყაოსანი" და სკოლის მერე აღარც კი მიბრუნებოდნენ. დღემდე გრძელდება ეგ მიდგომა!
რაც კარგი გქონდა ყველაფერი წაგართვა და მუტრუკად გადაგაქცია. მომღერალ, ჩოხოსან, მოცეკვავე, რუსების გამრთობ, ველურ კავკასიელად და ჩაგაგონა ეგაა ქართველობაო! ის კი არა მე 12 საუკუნეში შედევრი რომ დაწერეთ და მე 5 საუკუნეში საერთოდ ქალთა უფლებებზე საუბრობდით, როცა ევროპა გარტყმაში არ იყო მსგავსი თემებისო!
ამოგიტრიალათ ცნობიერება და მივიღეთ თქვენნაირი ხალხი, ვინც ძმობას ეძახის იმ საზიზღრობას, რასაც საუკუნეებია რუსეთი ახორციელებს ჩვენს მიმართ.
წაიკითხეთ ილიას მგზავრის წერილები...
იმ დროსაც ნაცების და ქოცების გამო ხომ არ გვექცეოდა ეგრე?
დღეს მთელი ერი შიგნით ვჭამთ ერთმანეთს, არა ნაცების ბრალია, არა ქოცების ბრალია, დავიყავით ასე და ისევ მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს.
რა მნიშვნელობა აქვს რუსისთვის აქ ნაცი იჯდება თუ ქოცი? ხუილოს დაუძახებს ვინმე საქართველოდან თუ კუდს გაუქიცინებს თქვენსავით?
შეიგნეთ ხალხო!
რუსები თავიანთ თაობებს ისე ზრდიან, რომ მათ საქართველო, როგორც საკუთარი ტერიტორია ისე დაკარგეს და უნდა დაიბრუნონ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მთავრობაში, მათ ეს გეგმა აქვთ. ისევ ჭაობში ჩვენი ჩალპობის.
ნუ უწყობთ ხელს ამაში.
იაფი "კალბასი" და "პიჩენია" რომ გქონდათ და იმის მეტი არაფერი გეგონათ ღირებული, იმას ნუ გადააყოლებთ ახალგაზრდა თაობებს!
დავივიწყოთ ყველა პოლიტიკოსი და სატელევიზიო პროპაგანდები, ვიმსჯელოთ ისტორიით და ფაქტებით! ჩვეულებრივი ადამიანები შევთხნამდეთ, რომ რუსეთი არის მ ტ ე რ ი.
ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა კიდე, უბრალოდ აზრი არ აქვს...
Skeleton
00:26 02-02-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული