კასანო: "კვარა" და ოსიმენი უძლიერესი მოთამაშეები არიან, თუმცა...

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. "რეალისა" და "რომას" ყოფილმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ სტანისლავ ლობოტკა "პარტენოპეისთვის" შეუცვლელი ფეხბურთელია.

"ოსიმენმა "რომასთან" ულამაზესი გოლი გაიტანა. ზოგადად, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი უძლიერესი მოთამაშეები არიან, თუმცა "ნაპოლის" თამაშების მოგება მათ გარეშეც შეუძლია. ვფიქრობ, სტანისლავ ლობოტკა გუნდისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია, სლოვაკი მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო
მატჩს 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

alt"ხვიჩას გმირობამ ყველა მოხიბლა და საქართველოდან ნეაპოლში ავიარეისების გაზრდას აპირებენ" - იტალიური მედია

alt"საუკუნის აღმოჩენაა" - "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

alt"ვინ არის საუკეთესო მწვრთნელი სერია A-ში? - კასანომ რჩეული დაასახელა


მკითხველის კომენტარები / 8 /
ამას არაფერი ფეხბურთი არ უთამაშია. სულ რამოდენინეჯერ გამოანათა და ეგაა
:))))
05:42 02-02-2023
3
ოსიმენის და ხვიჩას გარეშე..ვერც ერთ ძლიერ კლუბს ვერ მოუგებდნენ...მონცას და კრემონეზეს შეიძლება.რას ბოდიალობ..კვარას რომ ბურთი აქვს მინიმუმ 3 მცველი გადადის მასზე და ამდენი სივრცეები რჩებათ...რას ბოდიალობ.
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული