ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კასანო: "კვარა" და ოსიმენი უძლიერესი მოთამაშეები არიან, თუმცა...

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. "რეალისა" და "რომას" ყოფილმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ სტანისლავ ლობოტკა "პარტენოპეისთვის" შეუცვლელი ფეხბურთელია.

"ოსიმენმა "რომასთან" ულამაზესი გოლი გაიტანა. ზოგადად, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი უძლიერესი მოთამაშეები არიან, თუმცა "ნაპოლის" თამაშების მოგება მათ გარეშეც შეუძლია. ვფიქრობ, სტანისლავ ლობოტკა გუნდისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია, სლოვაკი მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო
მატჩს 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

alt"ხვიჩას გმირობამ ყველა მოხიბლა და საქართველოდან ნეაპოლში ავიარეისების გაზრდას აპირებენ" - იტალიური მედია

alt"საუკუნის აღმოჩენაა" - "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

alt"ვინ არის საუკეთესო მწვრთნელი სერია A-ში? - კასანომ რჩეული დაასახელა


ასევე დაგაინტერესებთ