ესპანეთის ლა ლიგაში "ვალენსია" მადრიდის "რეალს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
მიუხედავად წაგებისა, მამარდაშვილი მშვენივრად გამოიყურებოდა, რაზეც ქართველი მეკარის 5 სეივიც მეტყველებს.
მატჩის დასრულების შემდეგ ფოტო გავრცელდა, სადაც "მამარდა" და "ბლანკოსის" ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ფიგურირებენ.
"ვალენსია" 20 ქულით მე-14 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 5 თებერვალს, "ჟირონასთან" გამართავს.
"რეალი" 45 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 5 თებერვალს კი "მალიორკას" ესტუმრება.