მატჩის დღე! "ნაპოლი" და ხვიჩა ჩემპიონობის კიდევ უფრო დიდი შანსისთვის...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში მე-2 წრის მეორე ტური მიმდინარეობს. ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უპირატესობა სოლიდურია, თუმცა ეს ლუჩანო სპალეტის გუნდს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, ლიდერობას განმტკიცება სჭირდება! სტატისტიკურმა სააგენტო opta-მ ნეაპოლელთა საჩენპიონო შანსები 98.76%-ით შეაფასა, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა. უახლოესი მეტოქე "სპეციაა". შეხვედრა ლიგურიაში დღეს, 5 თებერვალს, საკმაოდ ადრე, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

იტალიურ მედიაში წერენ, რომ "სპეციაში" ახალწვეულ ელდორ შომუროდოვის დიდი იმედი აქვთ და მის ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთგვარ დუელზეც მიუთითებენ. ამ დაპირისპირებას უფრო დიდი ისტორია აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

Sportall.Ge

უზბეკეთის ნაკრების წევრ შომუროდოვს საქართველოს ეროვნული ნაკრების კარში ერთ დროს დუბლიც აქვს შესრულებული. რაც შეეხება უკანასკნელ ამხანაგურ მატჩს, რომელსაც გორმა უმასპინძლა (1:0 ჩვენ სასარგებლოდ), ელდორმა მინდორზე 79 წუთი გაატარა, კვარაცხელია კი შეხვედრაში 61-ე წუთზე ჩაერთო. 

ხვიჩასა და ელდორის ურთიერთშეხვედრების ისტორია რუსეთიდან იწყება. 27 წლის უზბეკი 4 წლის განმავლობაში "როსტოვის" ღირსებას იცავდა. მას "ჯენოაში" საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა, საიდანაც "რომაში" აღმოჩნდა, თუმცა კონკურენციაში თავი სათანადოდ ვერ წარმოაჩინა.

Sportall.Ge

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაში ნეაპოლელებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს და შედეგის მიღწევა საკმაოდ გაუჭირდათ. ქართველი გარემარბი აქტიური იყო, თუმცა გატანა ვერ მოახერხა. სპალეტის გუნდს მატჩის მიწურულს ჯაკომო რასპადორის გოლმა მოაგებინა (1:0). სერია "ა"-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულმა ლუჩანომ მაშინ ემოციები ვერ შეიკავა და საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე გააძევეს.

ნეაპოლელებს მხოლოდ ტანგი ნდომბელე დააკლდებათ. თუკი ვიქტორ ოსიმენი გატანას შეძლებს, მას 15 გოლი დაუგროვდება, რაც მისთვის უკვე კარიერაში საუკეთესო შედეგი იქნება. ქართულ-ნიგერიული დუეტის შეთამაშება მართლაც მაღალ დონეზეა აყვანილი. შეგახსენებთ, კვარაცხელიას ჩემპიონატში 7 გოლი და 8 შედეგიანი მოქმედება აქვს. მატჩის მთავარი არბიტრი 41 წლის მარკო დი ბელოა.

altზაფხულში ოსიმენის შესაძენად ფრანგული და ინგლისური გრანდები იბრძოლებენ

alt"ხვიჩა, პირველი ხარ" - ემოციური ვიდეო ნეაპოლიდან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
რაც ვნახე, მსოფლიო რანგირებით, უზბეკეთი 77-ეა, საქართველო 78-ე.
სამართალი
10:37 05-02-2023
0
შომუროდოვი ძალიან კარგი ფეხბურთელია მაგრამ ხვიჩასთან შედარება რანაირად? ხვიჩა არის უმაღლესი დონე! უმაღლესი კი ნიშნავს უმაღლესს!!!
ზაზა
10:35 05-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული