კვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა, ოსიმენის დუბლი - "ნაპოლი" "ინტერს" 16 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სპეცია“ 3:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა - მის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატზე 8 გოლი და 9 საგოლე პასია.

მივყვეთ ქრონოლუგიურად: როგორც მოსალოდნელი იყო ინიციატივას თავიდანვე სტუმრები დაეუფლენ, პირველი მომენტი მე-11 წუთზე შექმნეს, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას დი ლორენცომ დაასწრო, მაგრამ მიზანს ვერ უწია. შემდეგ კვარაცხელიამ ამპადუს ბურთი აართვა, მეტოქემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. მორიგი იერიშისას ხვიჩამ დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოს ხაზთან მოცელეს, თავად დაარტყა
კარში და ბურთი მცველმა გამოიტანა. 37-ე წუთზე ქართველი ისევ შეიჭრა საჯარიმოში, გატანა სცადა, თუმცა ოდნავ ააცილა კარს. პირველი ტაიმის დასასრულს „კვარამ“ ოსიმენი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ნიგერიელმა შანსი ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა სპალეტიმ ლოსანო პოლიტანოთი შეცვალა, მასთან ბრძოლაში ბურთი საჯარიმოში ხელზე რეცას მოხვდა, პენალტი კი კვარაცხელიამ ზუსტად შეასრულა და მიმდინარე ჩემპიონატზე მერვე გოლი გაიტანა. ნეპოლელებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააგრძელეს, ხვიჩამ რამდენიმე მეტოქესთან გარემოცვაში მოახერხა დარტყმა და ბურთს მეკარე დაეუფლა. ცოტა ხანში ოსიმენმა გაიტანა, მსაჯმა კი მიიჩნია, რომ მან თამაშის წესები დაარღვია და გოლი არ ჩაუთვალა. თუმცა, მალე „კვარას“ ჩაწოდების მერე ბურთი მცველებმა გამოიტანეს, გამოსვლაზე მეკარეს ოსიმენმა აჯობა და ნეაპოლელები 2:0 დააწინაურა. ცოტა ხანში „კვარა“ მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, ყველა ელოდა, რომ თავად გაიტანდა, თუმცა უკეთეს პოზიციაზე მყოფი ოსიმენი მონახა და ამ სეზონში მეთექვსმეტე გოლი გაატანინა. მოკლედ, „კვარამ“ თავისი საქმე გააკეთა და სპალეტიმ შეცვალა.

„ნაპოლი“ 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს „კრემონეზეს“ მიიღებს.

სპეცია. „ალბერტო პიკო“
სპეცია - ნაპოლი 0:3
გოლები: 0:1 კვარაცხელია (47, პენ), 0:2 ოსიმენი (68), 0:3 ოსიმენი (73)

მკითხველის კომენტარები / 45 /
ფორმულა 1-ში, სტარტის წინ მოტორს რომ ახურებენ, აი ისე ხურდება ხვიჩა პენალტის დარტყმის წინ. ყველაფერს ლამაზად და პროფესიულად აკეთებს.
ზაქრო
06 თებერვალი 2023 16:50
0
99% გაიტანდა ხვიჩა იმ გოლს მაგრამ ოსიმენი პოზიციიდან გამომდინარე 100% გაიტანდა და პასიც გააკეთა. ესაა პროფესიონალიზმის თავმდაბლობის და გუნდური ის მაგალითი
ქართველი
06 თებერვალი 2023 10:25
0
წვერი გაიპარსე ხვიჩა , მე მგონია უკეთესი იქნება . ისე , მაგარი ბიჭი ხარ , წარმატებები !
gerchi
06 თებერვალი 2023 02:11
18
შენ რა გგონია,მის იმიჯთან დაკავშირებით, ხვიჩას ყველაზე ნაკლებად ადარდებს.
დავითი
06 თებერვალი 2023 03:12
3
არ ჩამქოლოთ მაგრამ, ჩემი გადმოსახედიდან თითქოს ადრე უფრო ტექნიკურად თამაშობდა, მეტი წარმატებული დრიბლინგი ქონდა უფრო სანახაობრივი და კრეატიული იყო თითქოს, რავიცი ჩემი გადმოსახედიდან ასეა, რას ფიქრობთ თქვენ.
ზურა
06 თებერვალი 2023 01:09
8
უადგილო იაზვობის გარეშეც შეგიძლია შენი აზრი დაწერო, ყველას თავის აზრი და აღქმა აქვს, ამ დროს შენი თუნდაც საპირისპირო შეხედულება უნდა დაწერო ნორმალურად
გიორგი ს
09 თებერვალი 2023 18:19
0
კიდე კაი შენი გადმოსახედიდან როა
გიორგი ზურას
06 თებერვალი 2023 10:42
1
ყველა გამოხმაურება
Magari tamashi hqondaa,ukve pormashia,driblindi,pasi ,dscvasac exmareboda penalic augebeli daartya,magram mtavari pasi iyo osimenze romelshic chans misi yvelaperi is ratomac gviyvars es bichi dzalian !!!
L.J .
05 თებერვალი 2023 21:30
0
სულაც არ მინდა რომ ხვიჩამ არტყას პენალტები, ერთხელაც შეიძლება გააფუჭოს და მერე ნახეთ რა ამბავს ასტეხენ შურბოღმიანები. ისევ თამაშიდან მინდა გაიტანოს და ოქროს პასები დაარიგოს, როგორც დღეს
დავით 67
05 თებერვალი 2023 20:26
27
თამაშიდან მირჩევნია გაიტანოს მეთქი და თუ არ დაარტყამს როგორ იქნება გოლი? ) მე უბრალოდ არ მინდა რომ პენალტის გაფუჭების შემთხვევაში ვიღაცეებს არ გაუხარდეთ და არ ასტეხონ ყიყინი
გივი-ს
06 თებერვალი 2023 06:50
0
მაგ ლოგკით, კარშიც არ უნდა დაარტყას, ვაი-თუ ააცილოს :))
გივი
05 თებერვალი 2023 22:20
3
ყველა გამოხმაურება
ძალიან კარგი იყო დღეს ჩვენი კვარა - გოლი და ასისტი - წარმატება დარჩენილ თამაშებში და სკუდეტოს მოგება (რაც ფაქტობრივად განაღედბულივით აქვთ უკვე).

თან დღეს თუ ინტერმა ქულები დაკარგა, ხომ საერთოდ - სულ რამდენიმე ტურის შემდეგ უკვე მისალოცად ექნებათ საქმე... ❤❤❤

ისე მაინც
05 თებერვალი 2023 19:57
2
ნაპოლიმ მოსაწყენათ თან ცუდათ ითამაშა უბრალოთ ორი საჩუქარი გაუკეთეს მცველებმა.ერთი უაზრო შემთხვევითი პენალტი და მეორე უწყინარ სიტუაციაში ხვიჩა პირისპირ დატოვეს მეკარესთან სადაც არ გარისკა და ჭკვიანურად დაუგორა ოსიმენს.გამარჯვებულებს არ ასამართლებენო მაგრამ ოსიმენის სასწაული თავურის გარდა სხვა არაფერი გაუკეთებიათ არავის. .
ასეა ეს
05 თებერვალი 2023 19:26
67
როცა შეგიძლია კლასის ხარჯზე მოიგო, არაა საჭირო მთელი ენერგია ჩადო ყველა თამაშში.
წინ საჩემპიონო მარათონია, იქით ჩემპიონთა ლიგა. რატომ უნდა დახარჯო ზედმეტად ძალები, რომლებიც ამოუწურავი არაა.
გივი
05 თებერვალი 2023 22:26
0
ხო ნამდვილად ნაპოლის თამაშს უყურე?
აჩი
05 თებერვალი 2023 20:22
0
ყველა გამოხმაურება
ხვიჩას პასი, ას გოლს ჯობდა
გიო
05 თებერვალი 2023 19:25
3
ბურთის როგორი რბილი მიღება აქვს, ბრწყინვალე ტექნიკა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ წინა თამაშში რომასთან იმ ბურთის ვერ დამუშავება (ერთი ამბავი რომ ატყდა) შემთხვევითობა იყო
giorgi 3
05 თებერვალი 2023 18:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული