ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება" - La Gazzetta dello Sport-ი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
იტალიური პოპულარული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სახალისო პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, ქართველმა სერია A-ში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მან "სპეციასთან" ჯერ პენალტი გაიტანა, შემდეგ კი ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.

"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება", - წერს გამოცემა და "კვარას" სახალისო პოსტერს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას "ნაპოლი" 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 13 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს "კრემონეზეს" მიიღებს.

altხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

ასევე დაგაინტერესებთ