"კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან" - შიშკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რომან შიშკინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა დიდებულ ფორმაშია და ახლა მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა! ის მშვენივრად ჯდება "ნაპოლის" სქემაში. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ის პირველივე სეზონიდან ასეთი წარმატებით ითამაშებდა.

კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან, ბევრი ადამიანი რუსეთში მას გულშემატკივრობს და მის გამო ნერვიულობს. ყველაზე კარგი ის არის, რომ სპალეტი ბოლომდე ენდობა ხვიჩას და მას აქვს ყველაფერი, რომ ტოპ-ფეხბურთელი გახდეს.

მიმაჩნია, რომ ლუჩანოს ხელმძღვანელობის ქვეშ ის პროგრესირებას გააგრძელებს. ყველაფერი კი იქით მიდის, რომ "ნაპოლი"
და ხვიჩა იტალიის ჩემპიონები გახდებიან", - თქვა შიშკინმა Chempionat-თან საუბარში.

alt"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება" - La Gazzetta dello Sport კვარაცხელიაზე

altხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

მკითხველის კომენტარები / 69 /
გეშლება პატივცემული შიშკინ, კვარაცხელია ქართველია და ქართულ სულთან ასოცირდება, რუსულ სულთან ანზორ კავაზაშვილი უფროა ახლოს. სამშობლოს გამყიდველი, ჯერ საქართველოდან გაიპარა როცა რუსეთიდან მიიწვიეს და აქ უარი უთხრეს გაშვებაში და ეხლა პენსიონერი ფიფას და უეფას ლანძღავს სპორტს და პოლიტიკას ურევენ ერთმანეთშიო.ამან ალბათ საქართველოს რუსეთის მხრიდან ოკუპაცია გაუხარდა. და თუ რუსეთს არ უნდა პოლიტიკის და სპორტის ერთმანეთში აღრევა მაშინ სოჭის ოლიმპიადაზე საქრთველოს რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალის რაიონი ღრუბლებით რატომ დაფარეს?
"კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან"გეშლება
08 თებერვალი 2023 14:39
0
ჯიგრული კომენტარია
კ.მარქსი ფ.ენგელსი
08 თებერვალი 2023 19:20
1
90-იან წლებში ქინქლაძე სიტიში რო კვარაცხელიობდა და ლივერპულის მცველები მინდორზე ტ***ით რომ ასრიალა რუსულ სოვეტსკი სპორტში გამოქვეყნდა ინტერვიუ ერთ ერთ ნიგერიელ ფეხბურთელთან,თუ არ ვცდები უჩე უვაკესთან. ჟურნალისტი ეკითხება, რუსულ ფეხბურთზე თუ რამე გაგიგიაო. Ნიგერიელმა ბოდიში მოიხადა, ბევრი არაფერიო. Ქინქლაძეო? Ეკუთხება ჟურნალისტი. Ეგ ხო ქართველიაო, უთხრა ნიგერიელმა. Ქართველი კია, მაგრამ საბჭოთა სკოლის აღრზდილიაო.ამის მერე რა უნდა გაგიკვირფეს კაცს... Ყველაზე გასაოცარი ისაა, ეს ყველაფერი რო დაბეჭდეს. Აი ესაა რუსული სული
Გიორგი
08 თებერვალი 2023 13:22
0
გეშლება შიშკა, რუსულ სულთან ახლოს კადიროველები არიან !
ALONZO
07 თებერვალი 2023 21:45
0
ორი ქვეტექსტი შეიძლება ქონდეს, კარგი ალბად უფრო, ვიდრე ცუდი... იციან ხვიჩა, კარგი მოგონებები დატოვა და ქომაგობენ, რუსი კომენტატორები სულ აქებენ და აღმატებულ ხარისხში მოიხსენიებენ, მეორე მხრივ ცდილობენ თავად მიიწერონ მისი წარმატებები-არც უმაგისობაა, მაგრამ ალბად უფრო პირველი, რადგან მამარდაშვილსაც სამართლიანად შეაქებენ ხოლმე უბოროტოდ... რუსოფილი არა ვარ, პირიქით...
გუსანი
07 თებერვალი 2023 12:10
4
რუსოფილი არ ვარო... და იქვე ამბობ რომ მიიწერენ არც უმაგისობააო - რა სისულელეა მაგათ დამპალ ჩემპიონატში დრო დაკარგა ხვიჩამ, სადმე ევროპის ქვეყანაში რომ წასულიყო თავიდანვე, ახლა უკვე გრანდში იქნებოდა( ნაპოლი კარგი გუნდია მაგრამ გრანდი არაა) და ფეხბურთის მხრივაც უფრო წინ იქნებოდა. ბაიერნში და ბარსელონაში აგერ ხვიჩაზე 2-3 წლით პატარა ბიჭები არიან ლიდერები. ხოდა თურმე მაგ უნიჭო რუსულ ჩემპიონატს უნდა ვემადლიეროთ! ღადაობ ძმა?!
რრ
07 თებერვალი 2023 15:14
3
რუსებს ცუდად აქვთ საქმე))) ჩვენი ნაკრების ფეხბურთელსაც კი როგორც თავისი ისე ასაღებენ. უფრო ადრე რომ წასულიყო იტალიაში უფრო კარგი იქნებოდა. აღარ იციან რით გაიხარონ))))
слава україні
07 თებერვალი 2023 10:32
0
რა სასაცილოები არიან ეს ზოგი რუსები
კახა ქ.
07 თებერვალი 2023 08:56
2
უკრაინელებზეც იგივეს ამბობენ ომში მებრძოლ ბიჭებზე რომ "რუსული სულის" ბიჭები არიანო მაგრად მაგიტომ გვეომებიანო. არადა ხოცავენ ჟლიტავენ აწამებენ უკრაინას. ხვიჩა ჯერ ჩაქოლეს მიწასთან გაასწორეს გესლიან სტატიებს უწერდნემ ეხლაც არ აკლებენ, მაგრამ რახან ხვიჩა ბრწყინავს ანგრევს იტალიას და ჩემპიონი ხდება რახან თავზე გადაახიათ რუსებს ყველანაირი კრიტიკა და დეგენერატული "პროგნოზები" (სპალეტის გააგდებენ ნაპოლი სერიადან გავარდებაო ხვიჩა ზამენაზე იჯდებაო ა.შ) აჰაა ახლა ესეიგი ხვიჩა ყოფილა რუსი(!) ჯერ რუსეთის ნაკრებში აყვანაზე ეჩალიჩებოდნენ ჩემი *** და ეხლა მაინც რუსად ასაღებენ
Stf. tkveni jishi
07 თებერვალი 2023 04:12
6
:))))) ღრუსებს ,,უჩალიჩებს" იმას, რომ ლანძღვა-გინება არ მოაკლდეთ? :))))) არა, რა პრობლემაა, მაგრამ მაინც. :)
რატი
06 თებერვალი 2023 23:34
1
ოსიმენის სიახლოვე უფრო მოგიხდებოდათ
Tkvens jishs.
06 თებერვალი 2023 23:29
2
:D ოსიმენის ნაირები უნდა შეუსიო რუსეთს ერთი 2-3 მილიონი. მერე გვეშველება რო აღარ ილაპარაკებენ რუსის წმინდა სისხლზე
კ.მარქსი ფ.ენგელსი
08 თებერვალი 2023 19:21
0
ესე იციან, აიკვიატებენ რაღაცას და იალაა, ტკიპებივით მოგეწებებიან და სანამ არ აიგლეჯ არ მოგეშვებიან. კვარაზე იუთუბში კომენტარებში ერთი ზდაროვი ბალნოი სერიოზულად ამტკიცებდა თანამედროვე რუსულის წიანაპარი ძველი რუსული 5000 წლისააო. შიზოფრენიასთან ახლოს მყოფი 'იდეები' აწუხებთ და მაგისთვის თვითონაც კვდებიან და და სხვასაც კლავენ. უკრაინა ლენინმა შექმნაო მარტო ეგ რად ღირს. შესაბამისად მისდით კიდეც საქმე.
გიორგი
06 თებერვალი 2023 21:40
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული