ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ნეაპოლში ხვიჩას სახელობის პიცას მოგართმევენ, თუმცა..." - იტალიელმა მსახიობმა ქართველზე იხუმრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ყურადღების ცენტრშია. უკვე მივეჩვიეთ, რომ "კვარას" შესახებ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ხშირად საუბრობენ და მისი თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ამჯერად ხვიჩაზე ცნობილმა იტალიელმა მსახიობმა და იუმორისტმა ჯენე გნოკიმ ისაუბრა.

"სპეციასთან" გამარჯვების შემდეგ, სადაც 21 წლის გარემარბმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ტელეწამყვანმა მედიასთან იხუმრა და აღნიშნა, რომ ნეაპოლში ხვიჩას სახელობის პიცას შეხვდებით.

"დღეიდან ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახელობის პიცის დაგემოვნება შეგეძლებათ, თუმცა ოფიციანტი მას მაგიდებს შორის დრიბლინგის შესრულების შემდეგ მოგართმევთ" - განაცხადა იტალიელმა მსახიობმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი"
56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 13 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს "კრემონეზეს" მიიღებს.

alt"კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან" - შიშკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

altხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

altსპალეტი: მომავალში კვარაცხელიას ოსიმენი გაატანინებს

ასევე დაგაინტერესებთ