ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"პრობლემა გადაჭრილია, პენალტებს ცივსისხლიანი ხვიჩა შეასრულებს" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
გუშინ, 5 თებერვალს, სერია A-ს 21-ე ტურში, გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სპეციას" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გახსნა, 73-ე წუთზე კი ვიქტორ ოსიმენს გაატანინა და ნიგერიელს დუბლის შესრულებაში დაეხმარა.

მატჩის შემდეგ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ "კვარას" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც იქნა, "ნაპოლის" კარგი პენალტების შემსრულებელი ჰყავს.

"მის მიერ შესრულებული პენალტი "სპეციასთან" ბრწყინვალე იყო, ქართველმა ეს აუღელვებლად გააკეთა. პრობლემა გადაჭრილია, როგორც იქნა, პენალტებს ცივსისხლიანი ფეხბურთელი შეასრულებს" - განაცხადა უმბერტო კიარელომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 56
ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 13 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს "კრემონეზეს" მიიღებს.

alt"ნეაპოლში ხვიჩას სახელობის პიცას მოგართმევენ, თუმცა..." - იტალიელმა მსახიობმა ქართველზე იხუმრა

alt"კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან" - შიშკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

alt"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება" - La Gazzetta dello Sport-ი კვარაცხელიაზე

ასევე დაგაინტერესებთ