ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"კვარაცხელიასა და კიმის მომავალი გარკვეულია" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"ნაპოლი" 2022/23 წლების სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობას აგრძელებს. "პარტენოპეი" 56 ქულით სერია A-ს ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13 ქულით უსწრებს. ცხადია, ნეაპოლელთა ასეთი კარგი სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გუნდის ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯოვანი სკოტოს ინფორმაციით, "კვარა" "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, ისევე, როგორც კიმ მინ ჯაე.

"ხვიჩა კვარაცხელია და კიმ მინ ჯაე საკუთარ მომავალს "ნაპოლის" უკავშირებენ, ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია, ნიგერიელის ახალ კონტრაქტზე დაყოლიებაში გადამწყვეტი ფაქტორი სკუდეტოს მოგება იქნება" - წერს სკოტო.

შეგახსენებთ, ხვიჩამ მიმდინარე
სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ჯამში 22 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 14 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"პრობლემა გადაჭრილია, პენალტებს ცივსისხლიანი ხვიჩა შეასრულებს" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

alt"ნეაპოლში ხვიჩას სახელობის პიცას მოგართმევენ, თუმცა..." - იტალიელმა მსახიობმა ქართველზე იხუმრა

alt"კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან" - შიშკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

ასევე დაგაინტერესებთ