ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ახალი ჯორჯ ბესტია, ხვიჩა არის მზე და ჰაერი, ის წყალია და სინათლე" - რას წერენ აღფრთოვანებული იტალიური წამყვანი გამოცემები "სპეციასთან" მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
იტალიური წამყვანი გამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ბრწყინვალე ასპარეზობით აღფრთოვანებული არიან და ქართველი ფეხბურთელის შესახებ წერენ.

მოგეხსენებათ, ჩვენებურმა "სპეციასთან" გოლი პენალტიდან გაიტანა, შემდეგ კი ვიქტორ ოსიმენს გაატანინა, როდესაც მეკარესთან პირისპირ იყო და დარტყმა თავადაც შეეძლო.

La Gazzetta dello Sport: "გოლები, პასები... გეუფლება განცდა, რომ ხვიჩას ქუდიდან კურდღლის ამოყვანა შეუძლია (7,5 ქულა)".

Tuttosport: "ზურგზე ორი შვიდიანი, წვერი, გეტრები ოდნავ ჩამოშვებული, მაგრამ ნამდვილად გეუფლება  განცდა, რომ ის ახალი ჯორჯ ბესტია (7,5 ქულა)".

Corriere dello Sport: "ის არის მზე და ჰაერი, ის წყალია და
სინათლე. თამაშობს ფეხბურთს, რომელიც უნდა შეიყვარო (8 ქულა)".

altკვარაცხელია და კოლო მუანი - გამორჩეულად შედეგიანების დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

alt"ნეაპოლში ხვიჩას სახელობის პიცას მოგართმევენ, თუმცა..." - იტალიელმა მსახიობმა ქართველზე იხუმრა

ასევე დაგაინტერესებთ