"კრემონეზეს" საიტის ცნობით, გუნდის მცველის, ლუკა ლოჩოშვილის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება და მან დღეს საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა.
ლოჩოშვილმა საზარდულის ტრავმის გამო "კრემონეზეს" ბოლო მატჩები გამოტოვა და არაა გამორიცხული, 12 თებერვალს "ნაპოლისთან" ითამაშოს.
ლუკამ მიმდინარე სეზონში სერია A-ს 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, კრემონული გუნდი კი 8 ქულით აუტსაიდერია, თუმცა თასის ნახევარფინალში გავიდა.