ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კასანო: ხვიჩამ ინსინიე ყველას დაავიწყა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. იტალიელის თქმით, "პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლორენცო ინსინიე ყველას დაავიწყა.

"პირადად ჩემთვის ეს "ნაპოლი" ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სიურპრიზია, მათ შორის, "კაიზერსლაუტერნსა" და "ლესტერზეც", რომლებიც მოულოდნელად თავიანთი ქვეყნის ჩემპიონები აუტსაიდერთა რანგში გახდნენ. ნეაპოლელები ევროპის მასშტაბით ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.

გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები ახალწვეულების მიმართ. ლობოტკა თითქმის არასდროს ცდება, კიმმა კულიბალი ყველას დაავიწყა, ისევე, როგორც "კვარამ" - ინსინიე.

"ნაპოლის" ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავს.
სპალეტიმ კარგი ფეხბურთელები ძვირად ღირებულ მოთამაშეებად გადააქცია. ჩემი აზრით, "პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე მაინც მიაღწევს", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება. გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანიაში 22 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

altკასანო: "კვარა" და ოსიმენი უძლიერესი მოთამაშეები არიან, თუმცა...

alt"ვინ არის საუკეთესო მწვრთნელი სერია A-ში? - კასანომ რჩეული დაასახელა

ასევე დაგაინტერესებთ