diariogol: კვარაცხელიამ ანჩელოტი იმდენად მოხიბლა, რომ პერესს მისი შეძენა სთხოვა

AutoSharing Option
diariogol-ის ცნობით, "რეალის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით დაინტერესდა:

"რეალისთვის" რთულია ანჩელოტის ერთ-ერთი მთავარი სურვილის დაკმაყოფილება
იტალიური პრესა ირწმუნება, რომ "ნაპოლი" ზაფხულში კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს

"მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მეორე ნახევარი წინაა, ბევრი კლუბი უკვე ზაფხულის სატრანსფერო გეგმებსა და მომავალი სეზონისთვის გუნდების დაკომპლექტებაზე ფიქრობს. გასაკვირი არაა, რომ ამ მხრივ გამონაკლისი "რეალიც" არ არის.

კილიან მბაპეს დ ერლინ ჰოლანის გადაბირება მიუღწევლად მოჩანს, "სამეფო კლუბმა" სხვა ამოცანები დაისახა მიზნად და კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი მთავარი სურვილი შეტევის იმ
ფეხბურთელით გაძლიერებაა, რომელმაც ამ სეზონში შესანიშნავი თამაშით აღგვაფრთოვანა - ხვიჩა კვარაცხელია.

ქართველი ფეხბურთელის ამბავი სრულიად წარმოუდგენელია. გასული წლის ივლისში ნეაპოლელი გულშემატკივრებისთვის საერთოდ უცნობი თავდამსხმელი "ნაპოლიმ" ბათუმის "დინამოსგან" დაახლოებით 10 მილიონ ევროდ შეიძინა. ქომაგებმა უცბად შენიშნეს, რომ მათ ხელში დაუმუშავებელი ალმასი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ კვარაცხელია რამდენიმე თვეში "ნაპოლის" უპირობო ლიდერი გახდა და ქართველის გუნდში მისვლამ ნაყოფი გამოიღო: "ნაპოლი" სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია და ახლოსაა იმასთან, რომ 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ სკუდეტო მოიპოვოს.

მისი პროგრესი ისეთივე სწრაფია, როგორც სატრანსფერო ღირებულება. Transfermarkt-ის მიხედვით, ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავის ფასი ამ პერიოდში უკვე 60 მილიონს შეადგენს. გასაკვირი არაა, რომ მან ბევრი დიდი კლუბის ხელმძღვანელების ინტერესი გამოიწვია და ანჩელოტი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ტალანტმა მოხიბლა.
"ნაპოლი" ამ მომენტში მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

კვარაცხელიამ ანჩელოტი იმდენად მოხიბლა, რომ "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ტრანსფერის განხორციელება სთხოვა - თუ მომავალ სეზონში მის გუნდში მუშაობას გააგრძელებს. ეს ადვილი არ იქნება, რამეთუ ბოლო კვირებში ქართველით ასევე სხვა დიდი კლუბებიც დაინტერესდნენ.

ისე ჩანს, როგორც "ბლანკოსისთვის", ასევე სხვა კლუბებისთვის, რომლებიც "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის კარს მიუკაკუნებენ, მიზნის მიღწევა მთლად ასე ადვილი არ იქნება. "ტუტოსპორტის" მტკიცებით, ნეაპოლელები თავიანთ ვარსკვლავთან ჩამოყვანიდან სულ რაღაც  ერთი წლის შემდეგ განშორებას არ აპირებენ და ზაფხულში მოლაპარაკებაზე უარს განაცხადებენ.

თუმცა გადამწყვეტი შეიძლება თავად კვარაცხელიას სურვილი აღმოჩნდეს, რომელსაც თუ "რეალის",  "ბარსელონას" ან სხვა კლუბების შეთავაზებები აცდუნებენ, არაა გამორიცხული, ტრანსფერი თავად მოითხოვოს. კვარაცხელია არასოდეს არ მალავდა "რეალის" მიმართ ინტერესს და აღფრთოვანებას ხშირად გამოხატავდა. ბოლოს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მერე თქვა, რომ ბავშვობაში "რეალის" გულშემატკივარი იყო. ეს ფლორენტინო პერესმა და კლუბის ხელმძღვანელებმა იციან და შეიძლება სათავისოდ გამოიყენონ, რათა საბოლოოდ "სამეფო გუნდის" თეთრი მაისური ჩააცვან".

მკითხველის კომენტარები / 21 /
მინიმუმ ორი წელი მაღალ დონეზეა თამაში საჭირო რომ ტოპ კლუბებმა დიდი ფული გადაიხადონ.ასე რომ წელს არ გაყიდიან.აი ოსიმენს კი აუცილებლად გაყიდიან.ამიტომ მომავალ სეზონში ხვიჩას მოუწევს ნაპოლში ლიდერობის თავზე აღება და მაშინ გამოჩნდება არის თუ არა უმღლეს დონეზე მზათ.
ამაშია საქმე
09 თებერვალი 2023 21:30
0
ერთი სეზონი კიდევ უნდა დარჩრს ჩემი აზრით, მერე კი უნდა წავიდეს, ბევრი ფაქტორია მანდ, ასეთი იგროკი 2 მილიონიანო ხელფასით არ ირბენს,თან ფეხბურთელის კარიერა მოკლეა, თუ ასე გაგრძელა კვარამ, სულ მცირე 15 მილიონი უნდა ქონდეს ხელფასი
გოგა
09 თებერვალი 2023 20:16
0
ნაპოლი ნაპოლი ნაპოლი........... მას უკვდავად შერაცხავენ, არსად ეყვარებათ ესე სხვაგან, უნდა დარჩეს!
123
09 თებერვალი 2023 17:54
1
უმაგრესი ამბავია როცა შენს ფეხბურთელზე მთელი ევროპა ლაპარაკობს და ტოპ გუნდები და მწვრთნელები რიგში ჩადგნენ ! და ეს არაა ჭორი და ყვითელი პრესის ბოდვა ! ყოველ დღე ვკითხილობ ევროპის დიდ გაზეთებს (მადლობა ინტერნეტს) და ამაზე მაგარ რამეებსაც წერენ !
zura222
09 თებერვალი 2023 16:22
1
ხვიჩუ და ოსიმენი არ უნდა გადავიდნენ ნაპოლიდან, ჯერ სკუდეტო და ლიგა აქვთ მოსაგები, მერე ვნახოთ რა იქნება. ხვიჩას კი უყვარს რეალი, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, თუ როგორ ექცევა რეალი თავიანთ ლეგენდებს, ელგერა, რაული, კასილასი, ბექჰემი, ბეილი.... როგორც ნახმარ საცვლებს ისე მოისვრიან ხოლმე თავიანთ ლეგენდებს, რეალი უდაოდ მწვერვალია კარიერისთვის, თუმცა პირადად მე არ მინდა ხვიჩა ასეთ გუნდში ვიხილო, ბევრად მირჩევნია იყოს ნაპოლიში, საიდანაც ზღვა სიყვარული და თანადგომა მოდის. არა მგონია, რომ მადრიდში იგივე ვნახოთ.
09 თებერვალი 2023 13:41
4
ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი
1.2.3.4.5.6.
09 თებერვალი 2023 13:20
2
რომელიმე ქართველი ფეხბურთელის სანახავად მიდიოდა საზღვარგარეთ ამდენი ქართველი გულშემატკივარი?
დისლაიკის დამწერს!
09 თებერვალი 2023 14:24
0
რეალის და ბარსელონას ქართველი გულშემატკივრები დღეს ხომ ხოცავენ ერთმანეთს და საინტერესო იქნება, ხვიჩა რომ რეალში გადავიდეს, სიტუაცია როგორ შეიცვლება. ქართველებს ხომ არ გველევა ერთმანეთის დაჭმის მიზეზები.
დავითი
09 თებერვალი 2023 11:45
0
სადაც ხვიჩა გადავა, იმ გუნდის გულშემატკივარი ვიქნებით ერის ძირითადი ნაწილი... :-))
ლალი
09 თებერვალი 2023 12:46
0
მოდი ხვიჩა გელით..KK7 მსოფლიოს საუკეთესო კლუბს შენ სჭირდები!!!
ოცნების ქალაქიდან
09 თებერვალი 2023 08:11
8
,,რეალი,, და ლა ლიგის ჩემპიონობა მინდა!
100%
09 თებერვალი 2023 07:34
1
"ფეოლა" ხომ გახსოვთ?-კედელზე გაკრულ ფეხბურთის ვარსკვლავების სურათს,რომ შეხედავს და წამოიძახებს-"რა ხალხში მაქვს საქმე"?!დღეს ჩვენ ვარსკვლავბიჭუნას ყოველგვარი ხუმრობის გარეშე შეუძლია იგივე სიტყვები გაიმეოროს.მაგარი ხარ ხვიჩა და არა მარტო იმიტომ რომ დიდებულ ფეხბურთს თამაშობ,შენ შენი კარგი ფეხბურთელობით და უფრო კარგი ადამიანური თვისებებით დაკარგულ-დავიწყებული სიხარული დაგვიბრუნე.მთელი ქვეყანა შენს მოედანზე გამოსვლას ელოდება და ბედნიერია რომ ასეთი საამაყო შვილი ჰყავს. ღმერთმა დაგლოცოს და დაგიფაროს!
ენძო
09 თებერვალი 2023 01:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული