ფანტასტიკური ჩაკვეტაძე "სლოვანს" ლიდერობის შენარჩუნებაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „სლოვანი“ გასვლაზე უახლოეს მდევარ დაკ-ს დაუზავდა - 1:1.

მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სამივე ქართველი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა (ყვითელი ბარათი მიიღო და 90+3-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ, მე-40 წუთზე კი სტუმართა გუნდის თავდამსხმელი აბუბაკარი საჯარიმოს წინ მცველმა რისვანისმა წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. მეორე ტაიმში ბრატისლაველები ინიციატივას დაეუფლენ, რომელთა რიგებში ჩაკვეტაძე გამოირჩეოდა. გიორგი უნარიანად წარმართავდა თავისი გუნდის შეტევებს და zoznam-ი და sport24 აღნიშნავენ, რომ ფანტასტიკურად თამაშობდა.
სწორედ მის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის შემდეგ გაათანაბრა კუცკამ ანგარიში. ბოლოს ჩაკვეტაძემ კუცკას ხელსაყრელ პოზიციაზე გაუკეთა პასი, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია.

„სლოვანი“ 42 ქულით ლიდერია, დაკ-ს 3 ქულით უსწრებს და 18 თებერვალს ბანსკა ბისტრიცას „დუკლას“ უმასპინძლებს.

დუნაისკა სტრედა. „მოლ არენა“
დაკ - სლოვანი 1:1
გოლები: 0:1 ბლეკმანი (7), 1:1 კუცკა (68)
გაძევება: რისვანისი (40, დაკ)

მკითხველის კომენტარები / 12 /
გიო ტრავმამდეც აკეთებდა შესანიშნავ პასებს,არც ფიზიკუად უჭირდა და გოლებიც გაჰქონდა.ამ სამი თვისებიდან,ორი აღიდგინა და გოლებიღა დარჩა.ერთი-ორი,თუნდაც შემთხვევითი გოლი და ჩაკვეს,ეგ მუხრუჭიც აეხსნება.ვისაც ახსოვს,მისი თამაში,დ ჯგუფში,დამეთანხმება რომ პრაქტიკულად მისმა თამაშმა გაიყვანა ჩვენი ნაკრები პირველ ადგილზე.რამდენი წლისა იყო?მგონი 19 წლისა!თუნდაც 20 იყოს!რასაც მაშინ აკეთებდა,წესით,ახლა მეტი უნდა შეეძლოს და ასეცაა.უბრალოდ გახსნა უნდა,ძველი თვითრწმენის დაბრუნება და ტრავმის დავიწყება.ეს აუცილებლად მოხდება და რაც მალე,მით უკეთესი.
სოსო
16:23 13-02-2023
0
როცა ხვიჩაზე იწერება სტატია იმის გვერდზე მოყვარულებზე არ უნდა დაწეროთ..ჩაკვეტაძეც ფეხბურთელია და გენიალურ საუკეთესო ხვიჩაც..საქართველოს ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელი არ ყავდა არც ყავს,მომავალში ვიქონიით იმედი რომ ეყოლება..დატკბით ხვიჩათი და მისი თამაშით..
sani
13:27 13-02-2023
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული