ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ევროტურნირები: გუგეშაშვილის ორი და კვეკვესკირის ერთი ტაიმი, წიტაიშვილი სათადარიგოებში და გოჩოლეიშვილი განაცხადს მიღმა

AutoSharing Option
დღეს ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა საინტერესო მატჩებით განახლდა, რომლებშიც მონაწილეობა ლუკა გუგეშაშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა მიიღეს.

ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი

„შახტარმა“ ვარშავაში „რენს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში არ უთამაშია გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელიც ტურნირის განაცხადში არ შეიყვანეს.

კონფერენს ლიგა. 1/16-ფინალი

„ყარაბაღის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომლის გუნდმა კონფერენს ლიგაზე ბაქოში „გენტს“ 1:0 მოუგო. გუგეშაშვილმა 92-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

„ლეხი“ ნორვეგიაში „ბოდო გლიმტს“ დაუზავდა (0:0). პოლონური გუნდის სასტარტოში იყო ნიკა კვეკვესკირი, რომელიც შესვენების შემდეგ შეცვალეს, ხოლო გიორგი
წიტაიშვილი მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა.

საპასუხო შეხვედრები 24 თებერვალს გაიმართება.