"კრემონეზეს" ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი პარიზში ჩატარებულ ფიფას The Best-ის ყოველწლიურ ცერემონიაზე Fair Play-ს პრიზით დააჯილდოვეს.
2022 წლის თებერვალში, როდესაც "ვოლფსბერგერის" ღირსებას იცავდა, "აუსტრიას" მცველმა გეორგ ტაიგლმა მატჩისას გონება დაკარგა, ლოჩოშვილმა კი მას პირველადი დახმარება აღმოუჩინა და სიკვდილისგან იხსნა.
თავად ქართველი ღონისძიებას ვერ დაესწრო, რადგან დღეს მისი გუნდი "რომას" მასპინძლობს, თუმცა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ფეხბურთში მთავარი სამართლიანი თამაში და პატივისცემაა, იმ მომენტში ინსტინქტურად მოიქცა, ასეთ სიტუაციებში სწორად მოქმედების ცოდნა აუცილებელია და ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.