აღიარება - ფიფამ ლუკა ლოჩოშვილი Fair Play-ს პრიზით დააჯილდოვა

AutoSharing Option
"კრემონეზეს" ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი პარიზში ჩატარებულ ფიფას The Best-ის ყოველწლიურ ცერემონიაზე Fair Play-ს პრიზით დააჯილდოვეს.

2022 წლის თებერვალში, როდესაც "ვოლფსბერგერის" ღირსებას იცავდა, "აუსტრიას" მცველმა გეორგ ტაიგლმა მატჩისას გონება დაკარგა, ლოჩოშვილმა კი მას პირველადი დახმარება აღმოუჩინა და სიკვდილისგან იხსნა.

თავად ქართველი ღონისძიებას ვერ დაესწრო, რადგან დღეს მისი გუნდი "რომას" მასპინძლობს, თუმცა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ფეხბურთში მთავარი სამართლიანი თამაში და პატივისცემაა, იმ მომენტში ინსტინქტურად მოიქცა, ასეთ სიტუაციებში სწორად მოქმედების ცოდნა აუცილებელია და ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.



მკითხველის კომენტარები / 9 /
გახდე საუკეთესო ფეხბურთელი,შრომასთან ერთად,უდიდესი ნიჭიც უნდა გქონდეს,მაგრამ გახდე,სამყაროს უკეთილშობილესი ადამიანი!!!აქ უკვე გული და აღზრდაც უნდა დაემატოს.იყო ჯიმი ტაბიძე,იყო ჯაბა კანკავა და ბოლოს,სამყარომაც დაინახა,რომ ქართველები,შესაძლოა ფეხბურთს ვერა,მაგრამ კეთიშობილებას და კაი კაცობას,ვისაც გინდა,იმას ვასწავლით.ყურადღება მიაქციეთ,ამ სამი ჩამოთვლილიდან,არც ერთი არაა,მოედანზე შაქარი ხასიათის,თუმცა სადაც საჭიროა,არც ერთი არ ფიქრობს საკუთარ თავზე და კაცთმოყვარეობის მაგალითს აძლევენ სხვებს.გილოცავ ლუკა,გილოცავ ჯაბა და გილოცავ,ჯიმი!ეს თქვენი,ყველას დაფასებაცაა.ნამდვილი ვაჟკაცები ხართ!
სოსო
13:54 28-02-2023
0
საქართველოში ეხლა ხომ მაინც გაიგებს ბევრი რომ იტალიაში მეორე ქართველიც თამაშობს
Vasili
10:22 28-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული