"გაძეტა დელო სპორტი" ირწმუნება, რომ სეზონის ბოლოს "ნაპოლი" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას წლიურ 1.2-მილიონევროიან ანაზღაურებას 2.5 მილიონამდე გაუზრდის და ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს.
დიდი ევროპული კლუბები შტურმისთვის მზად არიან: "ნაპოლი" თავის მარგალიტს არ დათმობს
კონტრაქტი კორექტირებული და 2028 წლამდე იქნება გაგრძელებული "იმ კომპლიმენტების კითხვისას, რომლებიც მთელი მსოფლიოს მედიასაშუალებებიდან გადმოიფრქვევა, 22 წლის ხვიჩა კვარაცხელიას შეიძლება თავბრუ დაეხვეს, რადგან მის ასაკში საერთაშორისო არენაზე არც ისე ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც მთავარ მოქმედ გმირებს წარმოადგენენ და რომელთაც თვით ჩემპიონთა ლიგაზე ბალანსის შეცვლა ძალუძთ. ამის ნაცვლად ჩვენ
თითქოს წარსული დროების რეალობის წინაშე ვდგებით. "კვარას" თამაში თავისი სიმარტივითა და სირთულით, შექმნილი ვირტუოზულობით, რაღაცით ქუჩის ან პლაჟის ფეხბურთს ჰგავს.
ბიჭს სოლიდური და ყურადღებიანი ოჯახი ჰყავს. მისი მამა ბადრი ფეხბურთელი იყო და შვილს სპორტისა და მეტოქეებისადმი უმაღლეს დონეზე პატივისცემა ასწავლა. ამიტომ, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ხვიჩა ვეტერანივით გამოიყურება - გრძელი წვერით მონმარტრის იმპრესიონისტ მხატვარს მოგაგონებთ.
თვით აგენტის შერჩევისას ოჯახი ფრთხილი იყო და მამუკა ჯუღელმა "კვარას" არჩევანი იტალიის სასარგებლოდ გააკეთებინა. "ნაპოლის" სპორტულ დირექტორ კრისტიან ჯუნტოლისთან პროფესიული და ღრმა ადამიანური ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ, რომელიც სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდა ქართველის პროგრესს.
ხვიჩას კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და ნეაპოლში ყველას ესმის, რომ ადგილზე 1.2-მილიონიანი ხელფასით ვერ დააკავებენ, მით უმეტეს, პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი და თვით "რეალი" მზად არიან თავბრუდამხვევი წინადადებით მიმართონ. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თანახმაა ანაზღაურება გაუორმაგოს და ბონუსებიც დაუმატოს, რათა სხვა აზრი არ დაებადოს. დე ლაურენტისმა გუნდის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს პირით ფეხბურთელებს შეუთვალა, რომ სკუდეტოს მოგების, ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში გასვლის და ევროასპარეზზე ფანტასტიკურად ასპარეზობის გაგრძელების შემთხვევაში, პრემიალურებს გადაუხდის. ერთი სიტყვით, ხვიჩა ამ სეზონში საერთო ჯამში 1.5 მილიონს მიიღებს.
მხარეები სეზონის ბოლოს თანამშრომლობის გაგრძელებაზე მშვიდად შეთანხმდნენ. იმ დროისთვის ხელფასს სავარაუდოდ 2.5 მილიონამდე გაუზრდიან. ტექნიკურად ამის გაკეთება 1-ელი ივლისიდან იქნება შესაძლებელი".
ყველანაირ კრიტიკას და ბულინგს აიგნორებდა ხვიჩა, რაც მის მიმართ ოდესმე გაუმართავთ ქართველებს მაგრამ ყველაზე მეტად წყინდა, როცა იძახდნენ რუსეთში ფულის გამო წავიდაო.
როცა სხვადასხვა გვერდები ავრცელებდნენ ნარატივს, თითქოს ხვიჩას ევროპაში დიდ ხელფასს არ უხდიდნენ და ამიტომ რუსეთში დარჩენა უნდოდა.
ყველაზე მეტად ამ ბრალდებებს განიცდიდა.
კარგს გაუკეთებთ თუ ამ ხელფასის თემით არ ააჭრელებთ ყველაფერს.
მოაგვარებს თავად მაგ საქმეს, ჭორაობის გარეშე!
მაგრამ, ხელფასის გაორმაგების სანაცვლოდ ერთი წლით ხანგრძლივი კონტრაქტი, ნიშნავს "მე კიდევ ერთი წელი ვიგულავებ შენს დაბალ ხელფასზე", რადგან ყველამ იცის რომ 2027-ში კვარას ფასი ძალიან მაღალი იქნება, და ისიც ყველამ იცის რომ 2027-ში (და უფრო ადრეც) "გაორმაგებული" ხელფასი იქნება კომიკური, იმ მომენტისთვის (მოლოდინებით) იმ მონაცემების მქონე ფეხბურთელისთვის.