"კრემონეზემ" ლოჩოშვილის გარეშე სძლია "რომას"

AutoSharing Option
სერია A-ს 24-ე ტურში „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „რომა“ 2:1 დაამარცხა.

კრემონული გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.

„კრემონეზემ“ მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, 12 ქულით მე-19 ადგილზეა და 6 მარტს გასვლაზე „სასუოლოს“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება „რომას“, 44 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 5 მარტს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

„რომას“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მსაჯმა მასთან კამათისთვის მეორე ტაიმის დასაწყისში გააძევა და პორტუგალიელი 90-ე წუთზე საერთოდ გასახდელში გავიდა.

კრემონე. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - რომა 2:1
გოლები: 1:0 ტსაჯუ (17), 1:1 სპინაცოლა (71), 2:1 ჩიოფანი (83,
პენ)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ახალ მწვრთნელთან,გუნდი უფრო შემტევად თამაშობს და უკვე ქულების მოპოვებაც დაიწყეს.იქნებ მოხდეს სასწაული და დარჩენა შესძლონ,ლიგაში.ლუკას,აუცილებლად მოუწევს თამაში და იმ მომენტისათვის,სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.
სოსო
01 მარტი 2023 13:30
1
Kirikeshi gamoketda da eg sheushva, lochom unda moumatos sxva gza ar aqvs warmatebebii
Givi
01 მარტი 2023 10:59
0
ბევრი აქვთ დასაქაჩი მარა იმედია დარჩებიან ... ბოლო წუთებზეც რო არ შეუშვა ეგ ტეხავს ალბათ არ ენდობა ეს ახალი მწვრთნელი იმედია ვცდები
bejo
01 მარტი 2023 00:03
0
ნაკრების წარმატების შემთხვევაში ლოჩოს ეშველება, თუმცა თამაში უნდა გააუმჯობესოს...
ლაშა
28 თებერვალი 2023 23:39
1

სიახლეები პოპულარული