ცნობილია თანხა, რომლის სანაცვლოდაც დე ლაურენტისი "კვარასა" და ოსიმენს გაყიდის

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ საბოლოო გადწყვეტილება მიიღო. Corriere dello Sport-ის ცნობით, 71 წლის კინორეჟისორი ქართველსა და ნიგერიელს იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ ჯამში 300 მილიონ ევროს მიიღებს.

"აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩასა და ვიქტორის გაყიდვას არ ჩქარობს, მათ მსურველ გუნდებს კი უკვე აცნობეს, რომ ფეხბურთელების ფასი 150 მილიონი ევროა" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" გასული წლის ზაფხულს ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. "კვარამ" "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 25 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი
გოლითა და 13 საგოლე პასით გამოიჩინა.

ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლელთა ღირსებას 2020 წლიდან იცავს. ნიგერიელმა ამ სეზონში "პარტენოპეის" მაისურით 21 მატჩში 19 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

altLa Gazzetta dello Sport: ხვიჩა მონმარტის იმპრესიონისტ მხატვარს მოგაგონებთ და ნეაპოლში ესმით, რომ 1.2-მილიონიანი ხელფასით ვერ დააკავებენ

alt"რეალი" მზადაა ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს - იტალიური გამოცემა

altნეაპოლში შეგიძლიათ ორიგინალური ტორტი "ოსიმენი" დააგემოვნოთ

მკითხველის კომენტარები / 21 /
ოსიმენიც მაგარი ფეხბურთელია.თუმცა ხვიჩამდეც იყო ნაპოლში და მსგავსი შედეგები არ ჰქონია
ქართველი
14:35 01-03-2023
2
100-150 მილიონს ბანძი გუნდი ვერ გადაიხდის, თან ამხელა თანხას თუ გადაიხდის სასტარტოში უეჭველი ათამაშებენ. ხვიჩა ისედაც ყველგან გაქაჩავს, ასე რომ დიდათ სანერვიულო არაა.
ირაკლი
13:37 01-03-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული