ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩამ თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო

AutoSharing Option
სერია A-ს 25-ე ტურში "ნაპოლი" მოულოდნელად სახლში "ლაციოსთან" 0:1 დამარცხდა. ნეაპოლელთა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო, თუმცა ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

მიუხედავად ამისა ქართველმა თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - Sofascore-მ 7 დაუწერა, Whoscored-მა კი - 6.8.

"ნაპოლიდან" უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ კიმ მინ ჯემ და პიოტრ ზილენსკიმ მიიღეს.