"ქართულმა სლოვანმა" "სპარტაკს" სძლია და 10 მარტს "ბაზელს" შეხვდება

AutoSharing Option
სლოვაკეთის ჩემპიონატზე ზედიზედ ფრედ დასრულებული 3 მატჩის შემდეგ „სლოვანმა“ 22-ე ტურში საკუთარ მოედანზე ტრნავას „სპარტაკი“ 4:1 დაამარცხა.

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი 87-ე წუთზე შეცვალეს.

„სლოვანმა“ რეგულარული სეზონი 47 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა, ლიდერ დაკ-ს 1 ქულით ჩამორჩა და 10 მარტს კონფერენს ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში გასვლაზე „ბაზელს“ დაუპირისპირდება.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 11 480 მაყურებელი
სლოვანი - სპარტაკი 4:1
გოლები: 1:0 კუცკა (17), 2:0 გავრიჩი (37), 3:0 აბუბაკარი (39), 3:1 კოსა (58), 4:1 ბარსეგიანი (81,
პენ)
გაძევება: კოსტრნა (78, სპარტაკი)

მკითხველის კომენტარები / 17 /
მე მესის გულშემატკივრის წუხილი მეც ძალიან გული მწყდება ფეხბურთელი რომელიც 18 წლის ასაკში უკვე ნაკრების ლიდერი გახდა და მისი დამსახურებით მოვიგეთ ის ერთალიგის ჯგუფი და ყველა ამბობდა რომ ამ ბიჭზე უნდა აშენებულიყო ჩვენი ნაკრები და გენტშიც 18-19 სეზონი მართლაც შესანიშნავი ქონდა და ერთ ნაბიჯში იყო გრანდებიდან და რომ ვუყურებთ დღეს რა მდგომარეობაშია რომ სლოვაკეთის "ჭ"ლიგაში და ყველაზე დაბალი დონის კონფერენც ლიგაში ჟილგირსთან და პიუნიკთანაც კი რომ ვერ გაქვს გოლები და ზოგადად 33 მატჩი გოლი არ გაუტანია ეს რათქმაუნდა სამწუხაროა მაგრამ თავად უნდა იფიქროს ამ ყველაფერზე ყველაზე მეტად მას ჭირდება რომ მოუმატოს და მისი კარგი თამაში მას წაადგება პირველ რიგში მის კარიერას და მის ცხოვრებას და რათქმაუნდა შემდეგ საქართვლელოს ნაკრებს და 23 წლის ბიჭი აღარაა პატარა და თავად უნდა აცნობიერებდეს ამ ყველაფერს თუ თვითონ არ მოინდომებს ციდან არ დაეცემა წარმატება მის თამაშს რომ ვუყურებ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ 23 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი კიარა 37 წლის ვეტერანია რომელიც კარიერის ბოლოშია უკვე გასული და არ გაფუჭებაზე თამაშოს მოვალეობის მოხდის მიზნთ და ჩაკვეტაძემ კიდე უნდა ითამაშოს მინიმუმ 10-12 წელი ფეხბურთი და თუ უნდა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო ამ თამაშის ხარისხით და ამ შედეგით რაც ახლა აქვს შორს ვერ წავაა. ტრამვა ბევრს ქონია მაგრამ უკეთესად დაბურნებულან მარადონას საერთოდ ფეხი მოტეხეს მაგრამ რომ დაბრუნდა უკეთესად დაიწყო თამაში იგივე დიმარიას რამდენი ტრამვები ქონდა მაგრამ ეტყობა რამე? ტრამვის შემდეგ დაბრუნდა 2 წელია უკვე მაგრამ აქვს პატარ პატარა გამონათებები მაგრამ სტაბილურად ვერ თამაშობს და ეს ძალიან ცუდია.
goga
00:21 06-03-2023
0
აცადეთ კაცოო ვიჭი შეყვარებულიააა და რა ეფეხბურთებაა !!! ისე ნანუკა ჟორჟოლიანის მათხოჯი და ავადმყოფი "გოგო" რომ შეუყვაარდება კაცს იმას რა მაგარი თამაში უნდა მოსთხოვოო ?? DDDD
zura222
15:49 05-03-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული