"ქართულმა სლოვანმა" "სპარტაკს" სძლია და 10 მარტს "ბაზელს" შეხვდება

AutoSharing Option
სლოვაკეთის ჩემპიონატზე ზედიზედ ფრედ დასრულებული 3 მატჩის შემდეგ „სლოვანმა“ 22-ე ტურში საკუთარ მოედანზე ტრნავას „სპარტაკი“ 4:1 დაამარცხა.

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი 87-ე წუთზე შეცვალეს.

„სლოვანმა“ რეგულარული სეზონი 47 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა, ლიდერ დაკ-ს 1 ქულით ჩამორჩა და 10 მარტს კონფერენს ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში გასვლაზე „ბაზელს“ დაუპირისპირდება.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 11 480 მაყურებელი
სლოვანი - სპარტაკი 4:1
გოლები: 1:0 კუცკა (17), 2:0 გავრიჩი (37), 3:0 აბუბაკარი (39), 3:1 კოსა (58), 4:1 ბარსეგიანი (81,
პენ)
გაძევება: კოსტრნა (78, სპარტაკი)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ესეიგი 4 გოლი გავიდა და ჩაკვეტაძეს არც გოლო და ასისტიც კი არ გაუკეთებია როგორ ვგულშემატკივრობდით, კვარას გვარი რომ აგუგუნდა სულ ვახსენებდი ამბიჭს რო პირიქით ეს უფრო მაგარია მეთქი და რავიცი მე როგორც ერთი გულშემატკივარი ყოველთვის ვცდილობდი მისთვის სტიმული მიმეცა მაგრამ სამწუხაროდ გიორგი რეგრესირებს და ეს აშკარად მისი მონდომების ნაკლებობის ბრალია აი დაიკიდა უკვე რა მიყვება დინებას და არადა ის ხომ მხოლოდ 23 წლისაა ამდენი ხანია სეზონი დასასრულს უახლოვდება და ერთი გოლი ვერ შეაგდო კაი რაა მართლა სლოვაკეთის ჩემპიონატში 1 გოლი მაინც ვერ უნდა გაიტანო??? კაცი რომელიც ევროპას აზანზარებდი ეგრე როგორ უნდა დაეცე და ეგრე როგორ უნდა დაიკიდო საკუთარი კარიერა და საკუთარი მომავალი ჩვენზე და ნაკრებზე აღარაფერს ვიძახი ამდენი ხანია გოლი ვერ გაიტანე გიორგი რა კაი მართლა და მართლა რაა აი ძმაკაცურად ვიტყოდი უკვე მართლა მაგრად ----კებ რაა და მაგრად გვიტყდება აი ეგეთი ბურთის გორრრაობა სლოვაკეთუს ჩემპიონატში რაა კაი რა მართლა რა კაი ბიჭო მაგრად ტეხავს უკვე რააა! ხალხს შენი იმედი აქ და შენ კოდე ასე ანიავებ წლებს რომ გაზარმაცდი და შრომა გეზარება!!!!!!
4
სლოვაკეთის ჩემპიონატი არის საშუალოზე დაბალი დონის ჩემპიონატი საქართველოს ჩემპიონატზე ცოტათი უკეთესი ლიგაა მე პირადად გაცილებით მეტს ველოდი ჩაკვეტაძისგან სათამშო პრაქტიკა აქვს მაგრამ შედეგი არ აქვს 33 მატჩში რომ გოლი არ გაგიტანია და თან სად სლოვაკეთის ჩემპიონატში ეგ ნამდვილად არ მეტყველებს კარგზე ამ თამაშით რა ხარისხის თამაშსაც ჩაკვეტაძე თამაშობს კარგ ევროპულ კლუბში გადავა კიარა მომვალ სეზონში გენტში რომ დაბრუნდება იქაც გაუჭირდება 11 კაცში მოხვედრა იმედი მაქვს მაინც რომ დარჩენილ მატჩებში რაღაცას გააკეთებს თორე ასე თუ გაგრძელა პირველ რიგში მისთვის არის ცუდი და რათქმაუნდა საქართველოს ნაკრებისთვისაც
goga
01:11 05-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული