ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ქართულმა სლოვანმა" "სპარტაკს" სძლია და 10 მარტს "ბაზელს" შეხვდება

AutoSharing Option
სლოვაკეთის ჩემპიონატზე ზედიზედ ფრედ დასრულებული 3 მატჩის შემდეგ „სლოვანმა“ 22-ე ტურში საკუთარ მოედანზე ტრნავას „სპარტაკი“ 4:1 დაამარცხა.

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი 87-ე წუთზე შეცვალეს.

„სლოვანმა“ რეგულარული სეზონი 47 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა, ლიდერ დაკ-ს 1 ქულით ჩამორჩა და 10 მარტს კონფერენს ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში გასვლაზე „ბაზელს“ დაუპირისპირდება.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 11 480 მაყურებელი
სლოვანი - სპარტაკი 4:1
გოლები: 1:0 კუცკა (17), 2:0 გავრიჩი (37), 3:0 აბუბაკარი (39), 3:1 კოსა (58), 4:1 ბარსეგიანი (81,
პენ)
გაძევება: კოსტრნა (78, სპარტაკი)

ასევე დაგაინტერესებთ