"ნაპოლის" მარცხის მიზეზები - როცა "კვარა" არ კმარა, სპალეტის კი ბალანსი "გაექცა"?!

AutoSharing Option
"ნაპოლის" წაუგებელი სვლა შეჩერდა. ეს სადღაც მაინც უნდა მომხდარიყო. მთავარი ისაა, რომ წნეხი საკმაოდ შემცირებულია, რადგან ლუჩანო სპალეტის გუნდს კომფორტული სატურნირო მდგომარეობა აქვს.

ნეაპოლელთა მარცხში ლოგიკური მარცვლების ძიება შესაძლებელია. გარკვეული ხარვეზები, რომლებზეც ჩვენც მიგვითითებია, ერთგვარად დაგროვდა და "ლაციომ", რომელიც არასტაბილურობით გამოირჩევა, თუმცა ძლიერი გუნდების დამარცხება იცის, ყველაფერი ეს თავისთვის სასიკეთოდ გამოიყენა...

რა ახსნა შეიძლება? სტანისლავ ლობოტკას მუდმივად ვაქებთ, თუმცა ბოლოს ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებზე ვწერდით, რაც შეტევის ორგანიზებას უკავშირდებოდა. ამონარიდი წინა ტურის შემდეგი წერილი
დან: "სპალეტის გუნდს იერიშების წამოწყება უფრო მეტად გრძელი და დიაგონალური პასებით უწევს. როცა "კვარა" და ოსიმენი გყავს, ყოველთვის შეიძლება გოლი გამოადნო, თუმცა შეტევაში მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია." რომაელთა წინააღმდეგ ეს პრობლემა უფრო გამოკვეთილი იყო, მასპინძელთა შუა ხაზი თითქოს გუნდის ერთიანობისგან მოწყვეტილი გამოჩნდა, რაც ამ დოზით გასაკვირია. სტუმართა თავკაც მაურისიო სარის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლობოტკასთვის სამოძრაო არეალის მაქსიალურად შეზღუდვა იყო, რაც გამოუვიდა. ის, რომ "ნაპოლი" ანგარიშის წაყვანის შემდეგ ბევრად უკეთესია, ერთხელაც დავინახეთ.

Sportall.Ge

მხოლოდ შეტევით ასპექტებზე რომ არ ვისაუბროთ, ნეაპოლელთა გაშვებული გოლის ეპიზოდი უფრო ვრცლად განვიხილოთ. შესაძლოა, კვარაცხელიას ბურთი იდეალურად ვერ დაეგდო, თუმცა საყრდენმა ნახევარმცველებმა ვესინოსთვის ხელის შეშლა საერთოდ ვერ მოახერხეს. პიოტრ ზელინსკის მცდელობა თუ არასაკმარისი გამოდგა, ზამბო ანგისა მთელი ამ მოვლენების განმავლობაში სიტუაციას მოწყვეტილი იყო, სათანადო მოძრაობა და დაზღვევა ვერ ვნახეთ.

ქართველი გარემარბი ნეაპოლელთა მხრიდან ყველაზე მწვავე იყო, თუმცა ეს შეხვედრის გადასარჩენად საკმარისი არ გამოდგა. მატიას ოლივერაზე ადრე დაგვიწერია, რომ ის ჩვენებურს სივრცეებს კარგად უხსნის და ხვიჩაზე გაზრდილ ყურადღებას სათანადოდ იყენებს. ბოლო დროს რომ ასე ნაკლებადაა, ამასაც აღვნიშნავთ. დარწმუნებული არ ვართ, რომ "კვარას" ფრთაზე ამ პრობლემას ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმაში მყოფი მარიო რუის დისკვალიფიკაციის მოხდა მოაგვარებს. მარცხენა მცველებს კონდიციებში დაბრუნება მოუწევთ. საპირისპირო ფლანგზე ჯოვანი დი ლორენცოს გაცილებით დამაჯერებელი, მებრძოლი და სახიფათოა.

"ნაპოლი" მიმდინარე წელს მეორედ დამარცხდა - "ინტერიც" და "ლაციოც" უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდები არიან. სპალეტის ბიჭებმა პირველ წრეში მთავარი კონკურენტების დაჯაბნა მოახერხეს, უმეტეს შემთხვევაში მისსავე მოედანზე და წარმატება ახლაც უნდა სცადონ. მოდუნების დრო არაა, აპრილი განსაკუთრებით დატვირთული იქნება - "მილანთან" და "იუვენტუსთან" დაპირისპირებები და სავარაუდო მეოთხედფინალები ჩემპიონთა ლიგაზე. გარდა ამისა, ჩემპიონატი გრძლი მარათონია და დაუგეგმავი ქულებისგან თავის აცილება სკუდეტოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

Sportall.Ge

სერია "ა"-ს ლიდერებს "ლაციოსთან" ყველაზე კარგი ეპიზოდი ისევ კვარაცხელია - ოსიმენის კომბინაციის შემდეგ ჰქონდათ, როცა გოლამდე ცოტა დააკლდათ, მაგრამ ნიგერიელი საკუთარ თავს მაინც არ ჰგავდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი უკვე აღვნიშნეთ, შუა ხაზიდან შეტევების წარმართვის ნაკლებობა, თუმცა ვიქტორი გამორჩეული იმითაა, რომ ყველა ეპიზოდში იბრძვის, მთელ მოედანს ფარავს და ბურთის "მოპარვას" ახერხებს. ყოველთვის ერთ დონეზე თამაში არ გამოვა.

ის, რომ ნეაპოლელთა მთავარი მწვრთველი ბოლო დროს როტაციაზე უარს ამბობს, მაინც გასაკვირია, რადგან მისგან ასე გამოკვეთილ თერთმეტეულს ამ სეზონში შეჩვეულნი არ ვიყავით. ამასობაში, ელიფ ელმასი თუ ჯოვანი სიმეონე თამაშში ისეთივე მწვავედ ვეღარ ერთვებიან. რა თქმა უნდა, როცა ანგარიში შენი გუნდის სასარგებლოდაა, მაშინ სათადარიგოთა სკამიდან შესვლისას შემტევს მეტი სივრცეები აქვს, თუმცა მათ "ლაციოსთან" თამაშს მხოლოდ ამით ვერ ავხსნით. შესაძლოა, სპალეტიმ ბალანსი მაინც ხელიდან გაუშვა. ამასობაში, თითქოს მინიმუმამდე დაყვანილმა ეგოიზმმა თავი ისევ იჩინა.

შემდეგი შეხვედრა ისევ საშინაოა, ამჯერად "ატალანტასთან". ამ წაგებით კატასტროფული არაფერი ხდება, თუმცა სასურველია, "სტადიო მარადონაზე" გუნდმა ქულები ისევ არ დაკარგოს, რამაც ხელი თავდაჯერებას შეუშალოს, წარუმატებლობამ კი ერთგვარი სერია მიიღოს. საჩემპიონო ინტრიგა ასე თუ ისე, კვლავ არსებობს და წმინდა სპორტულად ეს უფრო საინტერესოა, სკუდეტო კი ახლოსაა!..

alt"ნაპოლი" სახლში "ლაციოსთან" დამარცხდა და შეწყდა მისი 7-მატჩიანი მოგებათა სერია [VIDEO]

altრა ხდებოდა "ლაციოსთან" მარცხის შემდეგ "ნაპოლის" გასახდელში - იტალიური პრესა დეტალებზე დაწვრილებით წერს

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩემს აზრს ვიტყვი, სპალეტი გადავარდა ეიფორიაში. ხვიჩასნაირი ფეხბურთელი როცა გყავს გუნდში მაქსიმალურად კომფორტი უნდა შეუქმნა, რადგან მოედანზე ფეხბურთელი აკეთებს საქმეს. ხვიჩა დაკარგული იყო კუთხურის ალამთან და დიდი პოტენციალი იყო დაკარგული. ზელინსკი ცალკე თემაა. ხან მგონია შურის ამბავიც არის ხვიჩას მიმართ. (მინდა ვცდებოდე).
100%
15:19 05-03-2023
2
ჩემი აზრით ზელენსკი არარი ძირითადის კაცი ელმასი და კვარა ერთად უკეთესი იქნება ხანდახან კვარამაც უნდა შეიწიოს ცენტრში და ელმასი მარცხნივ, ზელენსკი პასებსაც არიძლევა ალბათ ცოტა ბოღმიანი ფეხბურთელია მაგრამ კვარასთან ახლოსაც ვერმივა!!!
ბაჩო
14:26 05-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული