ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 26-ე ტურში "აპოელმა" საკუთარ მოედანზე" 3:0 დაამარცხა "სალამისი" და ამით რეგულარული სეზონი დასრულდა.

მასპინძელთა გუნდის ტრავმამორჩენილმა თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ 55-ე წუთზე გაიტანა, 68-ე წუთზე მეორე გოლი არ ჩაუთვალეს, 72-ე წუთზე კი შეცვალეს. მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 7 გოლია. "აპოელში" შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა, ხოლო ბუბა დაუშვილი სათადარიგო იყო.

"აპოელი" 59 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან აეკ-ს 2 ქულით უსწრებს.

ნიქოზია. Neo GSP
აპოელი - სალამისი 3:0
გოლები: 1:0 დონისი (35), 2:0 ქვილითაია (55), 3:0 მაჩედა (62)
გაძევება: მანჯეკი (22, სალამისი)

მკითხველის კომენტარები / 3 /
Qvilitaias gamoudzaxeben,imiton rom magalia da norvegiastan sawiro iqneba, tan budu jer araa formashi da marto miqautadzes xom ar daudzaxeben?!
Givi
07 მარტი 2023 16:15
0
axla srazu gamoidzaxeben nakrebshi, araa es nakrebus donis
ika
07 მარტი 2023 10:19
3
მიდი გიო, შენი ფანია მთელი ქვეყანა!
ლაშა
06 მარტი 2023 23:49
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული