ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა - "კრემონეზე" სტუმრად დამარცხდა

AutoSharing Option
სერია A-ს 25-ე ტურში "კრემონეზე" გასვლაზე 2:3 დამარცხდა "სასუოლოსთან".

სტუმართა გუნდში ტრავმირებული ვლად კირიკეშის ნაცვლად 35-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ლუკა ლოჩოშვილი, როდესაც მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ. ლოჩოშვილმა ამ სეზონში ჩემპიონატის 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"კრემონეზე" 12 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 12 მარტს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

რეჯო-ემილია. "მაპეი"
სასუოლო - კრემონეზე 3:2
გოლები: 1:0 ლორიენტე (26), 2:0 ფრატეზი (41), 2:1 დესერსი (62), 2:2 დესერსი (83), 3:2 ბაირამი (90+2)