"სლოვანმა" გასვლაზე "ბაზელთან" ფრეს მიაღწია და 1/4-ფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „სლოვანმა“, რომელსაც დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარა, გასვლაზე „ბაზელთან“ ფრეს მიაღწია (2:2), ხოლო „ლეხმა“ საკუთარ მოედანზე „იურგორდენს“ 2:0 სძლია.

სლოვაკურ გუნდში შეუცვლელად და ჩინებულად ითამაშა გურამ კაშიამ, გიორგი ჩაკვეტაძე კი 77-ე წუთზე შეცვალეს. „ბაზელმა“ „სლოვანს“ თავიდანვე შეუტია, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, მე-6 წუთზე კი ამდუნმა შვეიცარიული გუნდი დააწინაურა. შემდეგ მედვედევმა ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ VAR-ი გოლს 5 წუთი ამოწმებდა. თუმცა მე-40 წუთზე ზეკირიმ მასპინძლები წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში ბრატისლავური გუნდი გააქტიურდა. ჩაკვეტაძე უფრო ცენტრში მოქმედებდა,
სადაც აშკარად უფრო სასარგებლო გახლდათ, ვაისი - ფლანგზე და აბუბაკარმა თავურით თანაფარდობა აღადგინა. ორივე საგოლე გადაცემა სწორედ ვაისმა გააკეთა. კომპენსირებულ დროში "ბაზელს" გატანა შეეძლო, მაგრამ ჩოვანის კარი ძელმა იხსნა. მოკლედ, საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა და ბრატისლაველებს მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვთ.

ბაზელი. „სენტ იაკობი“
ბაზელი - სლოვანი 2:2
გოლები: 1:0 ამდუნი (6), 1:1 მედვედევი (17), 2:1 ზეკირი (40), 2:2 აბუბაკარი (70)

„ლეხმა“ საკუთარ მოედანზე" "იურგორდენი" 2:0 დაამარცხა. პოლონურ გუნდში ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოები იყვნენ.

პოზნანი. „პოზნანი“
ლეხი - იურგორდენი 2:0
გოლები: 1:0 მილიჩი (39), 2:0 მარხვინსკი (82)

საპასუხო მატჩები 16 მარტს გაიმართება.

ევროპა ლიგაზე „შახტარმა“ ვარშავაში „ფეიენოორდს“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1. დონეცკურ კლუბში ტურნირის განაცხადში არ არის გიორგი გოჩოლეიშვილი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩაკვე გუნდის ხერხემალი იყო მოედნის შუაგულსი და პრაქტიკულად ბურთი არ დაუკარგავს.
ვაჟა მასწავლებელი
02:37 10-03-2023
1
უფრო მეტს ველი ჩაკვესგან მას ნამდვილად შეუძლია უფრო მეტის გაკეთება კარგი იყო მაგრამ მეტად უნდა მოინდომოს თუ უნდა რომ კარგ ევროპულ ჩემპიონატში და გუნდში ითამაშოს მომავალში და ეს ტურნირი იძლევა იმის საშუალებას რომ ფეხბურთელმა საკუთარი თავი მაღალ დონეზე წარმოაჩინოს უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს უფრო მეტად უნდა წავიდეს მოტყუებაზე რისკიანად უნდა ითამაშოს ძალიან ბევრი უკან პასები აქვს ბურთს ითხოვს მაგრამ როგორც კი მიიღებს 90% პას აკეთებს მეტად უნდა გამწვავოს თამაში შემტევ ნახევარ მცველს 34 მატჩი გოლი რო არ გაუტანია ესაა ესაა კატასტროფა მას შეუძლია გამწვავებაც მოტყუებაც და კარში დარტყმაც მაგრამ რატომ არ აკეთებს ამას ვერ ვხდები ეშინია რომ ტრამვა არ მიიღოს ისევ თუ უბრალოდ არ გაფუჭებაზე თამაშობს რომ მწვრთნელმა მერე არ უსაყვედუროს არ ვიცი მაგრამ რაც შეუძლია და გვინახავს ეს უნდა გააკეთოს თუ უნდა რომ მომავალი ქონდეს მაღალ დონზე.
goga
14:07 10-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული