ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავითაშვილის გუნდი უშუალო კონკურენტს სტუმრად დაუზავდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურში „ბორდო“ უმნიშვნელოვანეს მატჩში გასვლაზე „სოშოს“ დაუზავდა (2:2) და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია შეინარჩუნა.

ჟირონდული გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში იყო, მე-18 წუთზე დრიბლინგის შემდეგ კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველმა თავით მოიგერია. ქართველი 85-ე წუთზე შეცვალეს.

„ბორდო“ 47 ქულით მეორე ადგილზეა, „სოშოს“ კვლავ 1 ქულით უსწრებს და 18 მარტს „ნიმს“ უმასპინძლებს.

გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ 13 მარტს ლიდერ „ჰავრს“ დაუხვდება და გამარჯვების შემთხვევაში "ბორდოს" დაეწევა.

მონბელიარი. „ოგიუსტ ბონალი“

სოშო - ბორდო 1:1
გოლები: 0:1 ბაკვა (30), 1:1
ვაისბეკი (40)