სპალეტი: კვარაცხელიამ მარადონას დონის გოლი გაიტანა - ვერავინ მიხვდება, რომელი მიმართულებით წაიწევს წინ

AutoSharing Option
"ატალანტასთან" ნამატჩევს (2:0) "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თამაში DAZN-სთან მიმოიხილა და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლით აღფრთოვანება ვერ დამალა:

"ეს მხიარული კვირა იყო, 20-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ დავმარცხდით და დავინახეთ, რამდენად სწრაფად დაესხა გუნდი მსხვერპლს თავს. ეს წარმოუდგენელი იყო. ასეთი გულშემატკივრების წინაშე მაღალი მიზნები უნდა დაისახო. არ შეიძლება სეზონის დაწყების წინ თქვა, რომ სურვილი მესამე ადგილზე გასვლაა.

კვარაცხელია მეურვეთა მოტყუების გასაკვირ უნარს ფლობს. თუ მეტოქე ზურგით მოუბრუნდება, მისთვის ყველაფერი დასრულებულია. კარგი თამაშისთვის მინდა შევაქო. დაცვაში ორჯერ აართვა მოწინააღმდეგეს ბურთი, მერე
კი შეუტია და სახიფათო მომენტი შექმნა. მარადონას დონის გოლი გაიტანა. ბურთით ვიწრო სივრცეში მოძრაობის ისეთი ნიჭი გააჩნია, ვერავინ მიხვდება, რომელი მიმართულებით წაიწევს წინ. კარში სწრაფად დარტყმა ეხერხება. ასეთ ეპიზოდებში "კვარას" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან შედარებაც კი არ უნდა იყოს მართებული. ძალიან მაღალი კლასისაა.
კიმი ყოველ შეხვედრაში მინიმუმ 20 დაუჯერებელ რამეს აკეთებს. მე მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ მცველად ვთვლი. როდესაც ბურთით გარბის, შეუძლია 5 წამში მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩაირბინოს. სერიოზულად არ დაშავებულა. ვუთხარი, რომ არაფერი არ მოიგონოს და ხვალ ვარჯიშზე ველი".

მკითხველის კომენტარები / 16 /
უკაცრავად ზურა ბატონო, მაგრამ რომ არ გკითხოთ არ შეძლება. ხურცილავაზე რომ დასვით შეკითხვა - შეკითხვითვე გპასუხობთ: საფრანგეთში ქართული ნაწერიდან აზრის გამოტანა დაგავიწყდათ?
ვაჟა მასწავლებელი
12 მარტი 2023 23:05
0
მარადონა,კვარადონა მარგალ(დ)ონა
MARGALONA
12 მარტი 2023 18:22
9
კიმი ჯიგარია, ხვიჩა - უჩა ოსიმჰენთან ერთად ნაპოლის უპეტენზიო ხერხემალია!
ისე მისი თამაში საუკეთესო წლების მურთაზ ხურცილავას მაგონებს!
ვაჟა მასწავლებელი
12 მარტი 2023 14:27
3
მურთაზ ხურცილავას? პოზიციით გვანან ერთმანეთს? ხვიჩა მიამსგავსეთ თუ კიმი?
ზურა
12 მარტი 2023 20:38
2
ხომ ვამბობ,ასე თამაში მხოლოდ მარგალებს შეუძლიათთქო
MARGALONA
12 მარტი 2023 18:23
13
ნახეთ ტიფოზებს როგორ უყვართ კიმი? ხვიჩაზე მეტად თუ არა არც ნაკლებად. ყოჩაღ იტალიელებს უყვართ ის ვის გამოც არიან ამ დონეზე. ჩემი მოკლე აზრით მთავარი წარმატების მიზეზი ხვიჩა და კიმი არიან.
roma bejanidze
12 მარტი 2023 09:40
4
მაგ ფრანგებს მეორე გაკვეთილზე მეგრული ასწავლე, უფრო შეიგრძნობენ კვარას სიყვარულს.
მალხაზ ჯობავა
12 მარტი 2023 09:38
17
კარგი აზრია
Zura
12 მარტი 2023 14:01
4
ასეთი ისტორია არსებობს: როცა საბჭოთა ნაკრებმა არგენტინაში ქვეყნის ნაკრები დაამარცხა, რომელშიც მიხეილ მესხის დამსახურება იყო თავისი ფენომენალური თამაშით, მეორე დღეს რუსი ელჩი მივიდა ნაკრების მოთამაშეებთან და მოიკითხა - რომელია აქ მიხეილ მესხიო. როცა გაიგო ვინც იყო, ჩაიხუტა და მიმართა- შვილო, შენ რაც გააკეთე ასეთი რამ არც ერთ დიპლომატს არ გაუკეთებია, ახლა გაიგეს არგენტინაში რომელი ქვეყნიდან ვართო.
თბილისელი
12 მარტი 2023 09:27
2
მიშა მესხმა,იმ თამაშების შემდეგ ,არგენტინული პრესის გამოხმაურებები სადაც იყო, ის გაზეთები იყიდა და ნაკრების ხელმძღვანელობა,კგბს წარმომადგენელთან ერთად,ძალიანაც გაანაწყენა.თავში აუვარდაო,ნაკრების კრებაზე დასდეს ბრალი.მიშამ კი,უბრალოდ უპასუხა,მე ფეხბურთის თამაშს თავს რომ დავანებებ,შესაძლოა ჩემმა შვილმა,რომელიც ჯერ ძალიან პატარაა,არც დაიჯეროს,ასეთი მამა რომ ჰყავდა,ჰოდა საბუთად მიმაქვს,რომ როცა გაიზრდება,მამით იამაყოსო.ციტატაა მეთქი,ვერ დავიჩემებ,მაგრამ აზრი ეს იყო.
სოსო
12 მარტი 2023 12:01
0
შენ და კვარამ ორივემ გაიხარეთ ქართველობისთვის
ვანჩოპე
12 მარტი 2023 09:20
2
უდიდესი სიხარულის და სიამაყის გრძნობაა მისი თამაშის ყურება
საოცარი გოლი რომელმაც ფაქტიურად მატჩის ბედი გადაწყვიტა!
ამდენი მცველის ერთად მოტყუება და გატანა თან ასეთ კომპაქტურ ბრძოლაში მართლაც საოცრებაა
გაიხარე ხვიჩა ყოველთვის ისე როგორც ჩვენ გვახარებ!!!
გიორგი
12 მარტი 2023 07:45
2
საფრანგეთში ვარ და აქ გულშემატკივრობენ ხვიჩას. ძალიან დიდი სიამაყის გრძნობაა. რამოდენიმეს პირადად ვასწავლე კვარაცხელიას გამოთქმა.
ზურა
12 მარტი 2023 04:04
1
ნეტა ის გაბოროტებული ვინ იყო ამ კომს რო დისლაიქი მიცა...
ზოლა
13 მარტი 2023 13:56
0
შენ გაიხარე კარგო ქართველო
levan
12 მარტი 2023 09:54
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული